შინაარსზე გადასვლა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი
უწყების შესახებ
შეიქმნა 11 იანვარი, 2018
იურისდიქცია საქართველო
მინისტრი ვახტანგ გომელაური
უწყების ხელმძღვანელი ნინო ცაციაშვილი
ზემდგომი უწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საიტი
ოფიციალური ვებ-გვერდი Police.ge

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი — შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, რომელიც 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა. დეპარტამენტს 2019 წლის 15 თებერვლამდე ერქვა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი.[1] [2] 2019 წლის 24 ივლისამდე დეპარტამენტის დირექტორი იყო ლონდა თოლორაია.[3]. 2019 წლის 24 ივლისიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ნინო ცაციაშვილი.[4]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დროულ რეაგირებასა და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას შემდეგი კატეგორიის საქმეებზე:

  • ოჯახური დანაშაული;
  • ქალთა მიმართ ძალადობა;
  • დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული;
  • ტრეფიკინგი;
  • არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული.

თითოეულ ფაქტზე დროული რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად დეპარტამენტი:

  • ახორციელებს გამოძიებისა და ადმინისტრაციული წარმოების მონიტორინგს;
  • აანალიზებს მონიტორინგის შედეგებს , რომელთა საფუძველზეც გეგმავს სამომავლოდ სხვადასხვა (მაგ.: საკანონმდებლო, პრევენციული და სხვა) მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებს;
  • მონიტორინგის შედეგებს აცნობს ყველა იმ პირს, რომლებსაც შეხება აქვთ დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებთან და ადმინისტრაციულ დარღვევებთან;
  • მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაჩენად შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
  • მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, განსაზღვრავს გამომძიებელთა გადამზადების საჭიროებებს და მონაწილეობას იღებს მათი კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში;
  • ავლენს გამომძიებლებს, რომლებიც შესაძლოა წახალისდნენ მათი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის;
  • შეიმუშავებს წინადადებებს, სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს ზემოაღნიშნული დანაშაულების პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით;
  • აორგანიზებს და ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს;
  • განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში ხვდება მათ;
  • თანამშრომლობს ყველა იმ სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც მუშაობენ დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.[5]

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტაქტო მეილზე მოქალაქეს შეუძლია გამოაგზავნოს ნებისმიერი წინადადება, ინიციატივა, რომლებიც მიმართული იქნება დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტიანი ბრძოლისაკენ.

  • ელ.ფოსტა: adamianisuflebebi@mia.gov.ge
  1. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 2018-07-30.
  2. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა გამოძიების ხარისხის კონტროლი დაემატება
  3. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაინიშნენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-12. ციტირების თარიღი: 2018-07-30.
  4. შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა
  5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ - Matsne.gov.ge