ადამიანი
გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) — პრიმატების სახეობა, ჰომინიდების ჯგუფის, ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელი. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა დედამიწის ბიოსფეროს შექმნაში, შექმნა დედამიწის საკუთარი გარსი — ანთროპოსფერო. ადამიანების ერთობლიობას ეწოდება პოპულაცია ან კაცობრიობა. ინდივიდების ურთიერთობა ქმნის საზოგადოებას ან სოციუმს. ინფორმაცია, რომელიც ადამიანს მემკვიდრეობოთი ნიშანთვისების გზით გადაეცემა, ცირკულირებს საზოგადოებაში და წარმოქმნის ნოოსფეროს. საზოგადოების ყველა მატერიალური და ინფორმაციული საქმიანობა წარმოქმნის კულტურას. ადამიანი, როგორც ცოცხალ ორგანიზმთა 90%, იყოფა ორ სქესად: მამრი და მდედრი.
სხეულის შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად დისკუსიის საკითხია, საჭიროა თუ არა ჩავრთოთ ადამიანთა სახეობაში Homo sapiens ნეანდერტალელი, გაიყოს სახეობა ორ ქვესახეობად: Homo sapiens neandertalis და Homo sapiens sapiens, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეადგენენ თუ არა პალეანთროპები და ადამიანები თანამედროვე ფიზიკური სახის ერთ სახეობას. ამ პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, შეიძლება თუ არა ამ ორი შტოსგან შთამომავლობის მიღება და წარმოდგენილი არის თუ არა თანამედროვე ადამიანების პოპულაციაში ნეანდერტალელების გენი.
ადამიანის წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მითოლოგიაში უმეტესად ადამიანთა ჯიში მოდის მშობელთა მშობლებისაგან ანუ პირველი ადამიანების მოდგმისაგან რომლებიც გახდნენ ადამიანთა დედა და მამა. სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, მათ ერქვათ ასკი და ემბლა, იუდაიზმში და მისგან წამოსულ რელიგიებში ადამი და ევა.
- ზოგიერთ მითოლოგიაში ღმერთები ქმნიდნენ ერთდროულად მთლიან ერს.
- იუდაიზმში, ბერძნულ მითოლოგიაში ადამიანთა ჯიში წარმოიშვა რამდენჯერმე.
- სამეცნიერო თვალსაზრისით, თანამედროვე ადამიანი გაჩნდა აფრიკაში დაახლოებით 200 ათასი წლის წინ, ევოლუციის შედეგად ადამიანთა (მაიმუნის მაგვარი) წინაპრებისგან. რებეკა კანის მიერ ჩატარებული მიტოქონდრიული დნმ - ის „უხეში“ ანალიზის შედეგად, განისაზღვრა ადამიანთა პირველი მშობლის ევას ასაკი 160 ათასი წელი. ხოლო 196 ათასი წლის არის ადამიანთა თავისქალები ომო-1 და ომო-2 ანუ (homo sapiens) ეთიოპიაში. 100 ათასი წლის წინათ განსახლების დროს პირველყოფილი ადამიანების რაოდენობა არ აღემატებოდა 10000 მამრს. სხვათა შორის, აფრიკიდან გადასახლდა მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანთა შტო.
- 66 ათასი წლის წინ ადამიანებმა მიაღწიეს ინდოეთს. ადამიანებისა და ნეანდერტალელების თანაცხოვრება ახლო აღმოსავლეთში.
- 40 ათასი წლის წინ გაჩნდა ორინიაკის კულტურა.
ადამიანის ორგანიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა ცხოველის მსგავსად ადამიანის ორგანიზმიც მილიარდობით პაწაწინა უჯრედებისაგან შედგება. ერთი კონკრეტული სახის უჯრედები ქსოვილს ქმნიან, ხოლო სხვადასხვა ქსოვილი — ორგანოებს, მაგალითად, გულსა და ფილტვებს. ორგანოთა ზოგიერთი ჯგუფი სისტემებად ერთიანდება, რადგან საერთო ფუნქციას ასრულებს. ადამიანის ორგანიზმში რვა ძირითადი სისტემაა.
საყრდენი სისტემა ძვლებისა და სახსრებისაგან შედგება, რომელიც ორგანიზმის რბილი ნაწილების საყრდენია და რომელსაც კუნთები ემაგრება. მამოძრავებელი სისტემა კუნთებია, რომლებიც კიდურებსა და სხეულის სხვა ორგანოებს ამოძრავებს.
საჭმლის მომნელებელი სისტემა საკვებს შლის და ათხევადებს. აქედან საკვები ნივთიერებები სიხლში გადადის. გამომყოფი სისტემა ორგანიზმს ნარჩენებისაგან ათავისუფლებს. იგი თირკმელებისა და შარდის ბუშტისაგან შედგება.
სასულე (ტრაქეა) და ფილტვები სასუნთქ სისტემას შეადგენს. მისი საშუალებით შევისუნთქავთ ჟანგბადს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი საკვებისაგან ენერგიის მისაღებად იყენებს. სისხლის მიმოქცების სისტემა გულს, სისხლძარღვებსა და სისხლს მოიცავს. სისხლი საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით ამარაგებს მთელ სხეულს და ნარჩენები გამოაქვს.
ნერვული სისტემა თავისა და ზურგის ტვინისა და მრავალრიცხოვანი ნერვებისაგან შედგება. იგი სხეულში მითითებებისა და სიგნალების გადაცემის საშუალებაა. ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციალური სისტემები ადამიანის გამრავლებას უზრუნველყოფს.
მეცნიერება ადამიანის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანთროპოლოგია
- გენეალოგია
- ისტორია
- ლინგვისტიკა
- მედიცინა
- ფსიქოლოგია
- სოციოლოგია
- ფილოსოფიური ანთროპოლოგია
- ეთნოგენეზი
- ეთნოგრაფია
- ეტიოლოგია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლ. გაბუნია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 79.
- Freeman, Scott; Jon C. Herron, Evolutionary Analysis (4th ed.) Pearson Education, Inc., 2007. ISBN 0-13-227584-8 pages 757–761.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადამიანი ვიქსიკონში |
- MNSU დაარქივებული 2009-07-09 საიტზე Wayback Machine.
- Archaeology Info დაარქივებული 2011-05-28 საიტზე Wayback Machine.
- Homo sapiens