პოპულაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პოპულაცია (ლათ. populatio) — გენეტიკაში, ეკოლოგიასა და ევოლუციურ მოძღვრებაში, ერთი სახეობის იმ ინდივიდთა ერთობლიობა, რომლებიც მრავალი თაობს მანძილზე ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, თავისუფლად ეჯვარებიან ერთმანეთს და სხვა ასეთივე ჯგუფებისაგან იზოლირებული არიან ტოპოგრაფიული და ეკოლოგიური ბარიერებით.

არეალი, რომელიც პოპულაციას უკავია, სხვადასხვა სიდიდისაა, რაც უმთავრესად დამოკიდებულია ინდივიდთა მოძრაობის ხარისხზე. პოპულაციის ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა მასში ინდივიდთა რაოდენობის მერყეობა („პოპულაციური ტალღები“). პოპულაცია სახეობის ევოლუციის ერთეულს წარმოადგენს. მასში იქმნება ერთიანი გენეტიკური ფონდი და მიმდინარეობს მიკროევოლუციური პროცესები. არსებობს ავტოგამური, ალოგამური და აგამური პოპულაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]