შინაარსზე გადასვლა

აგრაფენოვკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგრაფენოვკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

ეკლესია რევოლუციამდე

აგრაფენოვკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — რუსეთი
აგრაფენოვკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა აგრაფენოვკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1844-1846
გარე სურათები
ეკლესია ამჟამად

აგრაფენოვკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь иконы Божией Матери «Одигитрия») — მართლმადიდებლური ეკლესია როდიონოვო-ნესვეტაის რაიონის სლობოდა აგრაფენოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[1]. ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს 1846 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, როდიონოვო-ნესვეტაის რაიონი, სოფელი აგრაფენოვკა, განათლების ქუჩა № 1-ა[2].

დონის მხარეში მდებარე სლობოდა აგრაფინოვკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ქვისგანაა ნაშენები. ეკლესია ერთსაკურთხევლიანია. მისი მშენებლობა დაიწყეს 1844 წლის 16 აპრილს. დასრულებული ეკლესია 1846 წლის 3 ნოემბერს აკურთხა ვორონეჟისა და ზადონსკის მთავარეპისკოპოსმა ეგნატემ. ეკლესიის მოწყობა მოხდა მემამულე მარია ალექსანდრეს ასული ლეონოვაიას ფინანსებით. 1890 წელს ეკლესიასთან მოხდა სოფლის სამრევლო სკოლის გახსნა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეკლესია გამოიყენებოდა როგორც ხორბლის საცავი საწყობი. ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის უკანასკნელი წინამძღვარი იყო მღვდელი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ზიკოვი, რომელიც ბოლშევიკებმა დახვრიტეს. სიკვდილის შემდეგ მოხდა მღვდლის რეაბილიტაცია მის წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობის გამო.

2012 წლიდან ეკლესიაში აღდგა ღვთისმსახურება. ამჟამად ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში რეგულარულად აღესრულება საღვთო ლიტურგია. 2012 წლის 29 მარტს სლობოდა აგრაფენოვკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვარი გახდა თეთრი ბერი ანტონი გენადის ძე ბერეჟნოი. თანამედროვე ეტაპზე ეკლესიაში მრევლის ფინანსებით მიმდინარეობს სარემონტო აღდგენთი სამუშაოები. საინტერესოა, რომ 2013 წელს მიწის სამუშაოების შესრულების დროს აღმოაჩინეს ძველი ზარის ენა, რომელიც ოქტომბრის რევოლუციამდელი ტაძრის ერთ-ერთი ზარის კუთვნილება იყო[3][4].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]