აგნეს არბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგნეს არბერი
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1879(1879-02-23)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი Primrose Hill[5]
გარდ. თარიღი 22 მარტი, 1960(1960-03-22)[1] [2] [3] [4] (81 წლის)
გარდ. ადგილი კემბრიჯი[6]
დასაფლავებულია Girton[7]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[8]
საქმიანობა ბიოლოგი, ბოტანიკოსი[9] [10] , მთარგმნელი[11] , გენეტიკოსი[12] , ისტორიკოსი[9] [13] , plant morphologist[14] , botanical collector[15] და ილუსტრატორი[16]
მუშაობის ადგილი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი[17] და Balfour Biological Laboratory for Women[17]
ალმა-მატერი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი[18] [10] , ნიუნჰემის კოლეჯი[18] [17] და North London Collegiate School[9]
განთქმული მოსწავლეები Lady Isabel Mary Peyronnet Browne[19]
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების ბაკალავრი[17] , ხელოვნების მაგისტრი[17] და დოქტორის ხარისხი[17]
მეუღლე Edward Alexander Newell Arber[10]
მამა Henry Robert Robertson[10]
შვილ(ებ)ი Muriel Agnes Arber[10]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[9], ლინეს მედალი[9] [17] და ლინეს საზოგადოების წევრი[20]
გავლენა მოახდინეს

აგნეს რობერტსონ არბერი (ინგლ. Agnes Arber; დ. 23 თებერვალი, 1879 — გ. 22 მარტი, 1960) — ბრიტანელი მცენარეთა მორფოლოგი და ანატომი, ბოტანიკის ისტორიკოსი და ბიოლოგიის ფილოსოფოსი. დაიბადა ლონდონში, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი კემბრიჯში გაატარა, მათ შორის ცხოვრების ბოლო 51 წელი. ის იყო პირველი ქალი ბოტანიკოსი, რომელიც აირჩიეს სამეფო საზოგადოების წევრად (1946 წლის 21 მარტი, 67 წლის ასაკში), რაც საერთო ჯამში სამმა ქალბატონმა შეძლო. ასევე იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ოქროს მედალი ლონდონში ლონინის საზოგადოების მიერ (24 მაისი, 1948 წელი, 69 წლის ასაკში) თავისი წვლილისთვის ბოტანიკის დარგში. მისი სამეცნიერო კვლევები ძირითადად ფოკუსირებული იყო ერთლებნიან, ყვავილოვან მცენარეთა შესწავლაზე. აგნეს არბერმა ხელი შეუწყო მორფოლოგიური კვლევების განვითარებას ადრეულ XX საუკუნეში. მისი უკანასკნელი სამუშაო იყო ბოტანიკის ფილოსოფიის დარგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგნეს არბერი დაიბადა 1879 წლის 23 თებერვალს, ლონდონში. ის იყო ჰენრი რობერტსონის და აგნეს ტერნერისა პირველი შვილი. მას ჰყავდა სამი უმცროსი დედმამიშვილი, დონალდ სტრუან რობერტსონი (რომელიც შემდგომში კემბრიჯის უნივერსიტეტში გახდა ბერძნულის პროფესორი), ჯანეტ რობერტსონი, რომელიც შემდეგში პორტრეტების მხატვარი გახდა და მარგარეტ რობერტსონი.

რვა წლის ასაკში არბერი დადიოდა ჩრდილოეთ ლონდონის კოლეგიარულ სკოლაში, რომელიც ფრანცეს ბუსმა დააარსა. სკოლის მეცნიერების მასწავლებლის, მის ედით აიტკენის ხელმძღვანელობით, არბერმა აღმოაჩინა საკუთარი სიმპათიები ბოტანიკის მიმართ, არბერმა თავისი კვლევები პირველად სკოლის გაზეთში გამოაქვეყნა 1894 წელს. აქ აბნერი შეხვდა ეთელ სარგანტს, მცენარეების მორფოლოგისტს, რომელიც მეცნიერებათა კლუბს რეგულარულად უტარებდა პრეზენტაციებს. სარგანტი მომავალში გახდა არბერის მენტორი და კოლეგა.

1897 წელს არბერმა დაიწყო სწავლა ლონდონის უნივერსიტეტულ კოლეჯში. ის დაქორწინდა ედუარდ ალექსანდერ არბერზე (1870-1918) მათ ეყოლათ 1 ბავშვი, მურიელ აგნეს არბერი, რომელიც დაიბადა 1913 წელს, გახდა ბიოლოგი და გარდაიცვალა 2004 წელს.

ლონდონის უნივერსიტეტლ კოლეჯში სწავლამდე ის მუშაობდა სარგანტთან ერთად მის პირად ლაბორატორიაში, სადაც სარგანტმა არბერს გააცნო მიკროტექნიკები, რომლებიც გამოიყენება მცენარეების შესამზადებლად მიკროსკოპული გამოკვლევებისთვის. ის მინიმუმ ერთხელ დაბრუნდა ამ ლაბორატორიაში ზაფხულის არდადეგების დროს. სერგანტმა არბერი დაიქირავა სადღაც 1902-1903 წლებში, როგორც მკვლევარი-ასისტენტი, მცენარეების თესლების სტრუქტურების შესასწავლად. ამ დროს არბერმა გამოაქვეყნა მისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი. მცენარეთა მორფოლოგიის და ფილოსოფიის შესწავლა მომავალში მისი კვლევების მთავარი მიმართულება გახდა.

აგნეს არბერი გარდაიცვალა 1960 წლის 22 მარტს კემბრიჯში (დიდი ბრიტანეთი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Godwin, Harry (1970). „Arber, Agnes Robertson“. Dictionary of Scientific Biography. 1. New York: Charles Scribner's Sons. pp. 205–206. ISBN 978-0-684-10114-9.
  • Special issue dedicated to Agnes Arber: Annals of Botany, December 2001, Vol.88 No.6
    • Schmid, R (December 2001). „Agnes Arber, née Robertson (1879–1960): Fragments of her Life, Including her Place in Biology and in Women's Studies“. Annals of Botany. 88 (6): 1105–1128. doi:10.1006/anbo.2001.1553.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Stearn, W. T. (December 1960). „Mrs. Agnes Arber: Botanist and Philosopher, 1879 - 1960“. Taxon (Reprint of obituary in The Times 24 March 1960). 9 (9): 261–263. JSTOR 1217828.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Friend, Peter. Muriel Agnes Arber, 1913–2004 (Obituary). The Geological Society (2012). ციტირების თარიღი: 9 February 2017.
  • Schmid, Rudi. Agnes Arber and other early women botanists (May 2008). ციტირების თარიღი: 9 February 2017.
  • Arber MA. 1968. List of published works of Agnes Arber, E. A.N. Arber and Ethel Sargant. Biographical notes by W. T. Stearn. Journal of the Society for the Bibliography of Natural History 4:370–384

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 FemBio database
  4. 4.0 4.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — გვ. 16. — ISBN 978-1-85743-228-2
  5. http://www.jstor.org/stable/42772225 — გვ. 1105.
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #139611770 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. http://www.jstor.org/stable/42772225 — გვ. 1120.
  8. LIBRIS — 2005.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 47. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 Thomas H. H. Agnes Arber, 1879-1960 // Biogr. Mem. Fellows R. Soc. / J. T. StuartThe Royal Society, 1960. — Vol. 6, Iss. 0. — P. 1–11. — ISSN 0080-4606; 1748-8494doi:10.1098/RSBM.1960.0021
  11. https://www.degruyter.com/document/doi/10.1515/9780824885045-001/html
  12. https://www.jstor.org/stable/769330
  13. https://www.english-heritage.org.uk/visit/blue-plaques/agnes-arber/
  14. https://www.jstor.org/stable/42772225
  15. https://bionomia.net/Q394451
  16. http://www.jstor.org/stable/42772225 — გვ. 1112.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 17.6 http://www.jstor.org/stable/42772225 — გვ. 1106.
  18. 18.0 18.1 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  19. Cleal C. J. The contribution of British women to Carboniferous palaeobotany during the first half of the 20th century // Geological Society Special PublicationGeological Society of London, 2007. — Vol. 281, Iss. 1. — P. 51–82. — ISSN 0305-8719; 2041-4927doi:10.1144/SP281.4
  20. http://www.jstor.org/stable/42772225