შინაარსზე გადასვლა

აგზნებადობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგზნებადობა — ცოცხალი ქსოვილის თვისება — გარეგანი გამღიზიანებელის მოქმედებას უპასოხოს აგზნების პროცესით. აგზნებადობა დაკავშირებულია ცოცხალი უჯრედის მემბრანებში განსაკუთრებული მოლეკულეური სტრუქტურების არსებობასთან, რომელთაც ახასაიათებს სპეციფიკური მგრძნობენლობა ამა თუ იმ გამღიზიანებელის (ელექტრული დენი, ქიმიური, მექანიკური, თერმული მოქმედებანი და სხვა) მიმართ ამა თუ იმ ქსოვილის აგზნებადობის ხარისხი შეიძლება განსაზღვროს გამღიზიანებლის იმ მინიმალური ინტენსივობით რომელიც იწვევს აგზნების პროცესს და ეწოდება გაღიზიანების ზღურბლი. რაც უფრო მაღალია ქსოვილის აგზნებადობა, მით უფორ დაბალია გაღიზიანების ზღურბლი და პირიქით. სხვადასხვა ქსოვილის აგზნებადობა სხვადასხვაგვარია: მაგალითად, ნერვული ქსოვილის აგზნებადობა მეტია კუნთოვინის აგზნებადობაზე და სხვა. აგზნებადობის ხარისხი დიდად არის მომოკიდებული აგზნებადი ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობაზე, რაც უფრო დაბალია ფუნქციური მდგომარეობა მით უფორ დაბალია აგზნებადობა და პირიქით. ი. ბერიტაშვილი განასხვევბს ერთმანეთისაგან აგზნებადობას და გაღიზიანებადობას. გაღიზიანებადობა არის ცოცხალი სისტემის ზოგადი თვისება რაც გულისხმობს ცოცხალი სისტემის უნარს, გარეგან ზეგავლენას უპასუხოს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებით ან შესუსტებით. გაღიზიანებადობის თვისებაზეა დამოკიდებული უჯრეთთა ზრდა და გამრავლება. ქსოვილთა და ორგანოთა აღდგენა მათი დაზიანების შემდეგ და სხვა. აგზნებადობა კი ცოცხალი სისტემის თვისებაა რომელიც წარმოიშვა გაღიაზიანებადობის საფუძველზე ფილოგენეზურ განვითარებასთან დაკავშირებით.

სამედიცინო და ბიოლოგიურ ლიტერატურაში ტერმინი აგზნებადობა ხშირად იხმარება თავისა და ზურგის ტვინის ნერვული ცენტრების მდგომარეობის დასახასიათებლად. ამ შემთხვევაში აგზნებადობის შესახებ მსჯელობენ გაღიზიანების ზღურბლის მიხედვით, რომელიც აუცილებელია ამ თუ იმ რეფლექსიური რეაქციისათვის.