აგათარხიდესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგათარხიდესი
დაბ. თარიღი ძვ. წ. 208
დაბ. ადგილი კნიდოსი
გარდ. თარიღი უცნობია
გარდ. ადგილი ალექსანდრია
საქმიანობა ისტორიკოსი, გეოგრაფი[1] , ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი

აგათარხიდესი, აგათარხოსი, აგათარხუსი (ძვ. ბერძნ. Ἀγαθαρχίδης [Agatharchides], Ἀγάθαρχος, Agatharchus; დ. დაახ. ძვ. წ. 208, კნიდოსი — გ. ძვ. წ. 140, ათენი) — ძვ. წ. II საუკუნის ანტიკური ავტორი, ისტორიკოსი, გეოგრაფი, გრამატიკოსი და ფილოსოფი. იგი ცნობილია ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის, სპარსეთის ყურისა და წითელი ზღვის აღწერით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგათარხიდესის შესახებ მწირი ბიოგრაფიული ცნობები ცნობილია მისივე ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან მისი ნაწარმოებების შემორჩენილ ფრაგმენტებში, აგრეთვე ფოტიუსის „ბიბლიოთეკის“ 213 კოდექსიდან. ცნობილია, რომ აგათარხიდესი დაიბადა კნიდუსში ღარიბ ოჯახში დაახლოებით ძვ. წ. 200 წელს, და ჯერ კიდევ ახალგაზრდა გადავიდა ეგვიპტეში.

ეგვიპტეში აგათარხიდესმა მიიპყრო პტოლემე VI-ის კარისკაცისა და მრჩევლის — კინის ყურადღება. კინიმ, რომელმაც თავის მფარველობაში აიყვანა აგათარხიდესი, გააცნო იგი სამეფოს სხვა რწმუნებულს - ისტორიკოსს და დიპლომატს ჰერაკლიდეს ლემბს. ჰერკალიდესმა აგათარხიდესი თავისი პირადი მდივნისა და მკითხველის სამსახურში წაიყვანა, მოგვიანებით კი ადგილობრივ პერიპატეტ ფილოსოფოსთა წრეში გააცნო. თანდათან აგათარქიდესმა მოიპოვა სახელი, გახდა ალექსანდრიის ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ ძვ. წ. 145 წელს იგი განდევნა ახალმა მეფემ პტოლემე VIII-მ, სავარაუდოდ მისი მეტოქე პტოლემე VII-ის მხარდაჭერის გამო. აგათარხიდესმა, როგორც ჩანს, სიცოცხლის ბოლომდე გაატარა ათენში, სადაც დაასრულა თავისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი „წითელ (ერითრეის) ზღვაზე“.

მთვარეს ერთ-ერთ კრატერს მის საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი აგათარხიდესი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fragmenta historicorum Graecorum / Karl Müller. — Paris, 1849. — Vol. 3.
  • Geographi graeci minores. — Paris, 1855. — T. 1.
  • Agatharchides of Cnidus. On the Erythraean Sea / Transl. and ed. by S. M. Burstein. — London: Hakluyt Society, 1989. — (Works Issued by the Hakluyt Society: Second series; №. 172).
  • Агафархид Книдский. Об Эритрейском море / Вступ. ст., пер. с древнегреч. и коммент. М. Д. Бухарина // Scripta antiqua: Вопросы древ. истории, филологии, иск-ва и материал. культуры: Альм. — М., 2012. — Т. 2. — С. 408—421.
  • Агафархид. Выдержки из книг «Об Эритрейском море» // Вестн. древ. истории. — 2018. — № 4. — С. 484—490.
  • Агафархид. Об Эритрейском море / Пер. c древнегреч. и лат. и коммент. М.Д. Бухарина // Вестн. древ. истории. — 2019. — № 3. — С. 823—842.
  • Агатархид Книдский // Античные писатели. Словарь. — СПб. : Лань, 1999.
  • Бухарин М. Д. Агатархид Книдский // Российская историческая энциклопедия. — М., 2011. — Т. 1.
  • Бухарин М. Д. Агафархид Книдский об Эритрейском море: [Вступление] // Scripta antiqua: Вопросы древ. истории, филологии, иск-ва и материал. культуры: Альм. — М., 2012. — Т. 2. — С. 397—408, 422 (Summary).
  • Бухарин М. Д. Агафархид Книдский об Эритрейском море: [Вступление] // Вестн. древ. истории. — 2018. — № 2. — С. 462—484.
  • Бухарин М. Д. Политическая карта Южной Аравии в античной географической литературе и эпиграфе эллинистического времени // Вестн. древ. истории. — 2017. — № 4. — С. 870—886.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]