აბჰაიაგირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აბჰაიაგირის აღდგენილი სტუპა

აბჰაიაგირითერავადას სკოლის ბუდიზმის ისტორიული სამონასტრო ცენტრი შრი-ლანკაში, ქალაქ ანურადჰაპურაში.

აგებულია ანურადჰაპურას სამეფოს მმართველის — ვატაგამანი აბჰაიას (ზეობდა ძვ. წ. 29-17) მიერ. თავდაპირველად გაერთიანებული იყო მეზობლად მდებარე მაჰავიჰარას მონასტერთან („მწვანე მონასტერი“), თუმცა აბჰაიაგირი შემდეგ ცალკე გამოეყო რიგ საკითხებში (მ.შ. საერო პირებთან ურთიერთობა, ლიტურგიულ ტექსტებში პალის ენის გარდა სანსკრიტის გამოყენება) უთანხმოების გამო. მონასტერმა მნიშვნელოვანი სიმდიდრე და ძალაუფლება შეიძინა მეფე გაჯაბაჰუ I-ის (ახ. წ. 113-135) მფარველობის წყალობით, მსოფლიო ბუდისტური კულტურის ერთ-ერთ უმიშვნელოვანეს ცენტრად იქცა და გავლენას ინარჩუნებდა ანურადჰაპურას დაკნინებამდე XIII საუკუნეში. მონასტერი ნაწილობრივ მოქმედებას XVI საუკუნემდე განაგრძობდა. შემორჩენილია ნანგრევების სახით. სტუპა სრულად აღდგინეს 2015 წლისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]