აბულღაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბულღაზი (უზბეკ. Abulgʻozi Bahodirxon; დ. 1603 — გ. 1663) — ხივის ხანი 1645 წლიდან, ისტორიკოსი და პოეტი.

დაიბადა და ცხოვრობდა ურგენჩში. ხელისუფლების განმტკიცებისათვის ებრძოდა თურქმენებს, ყალმუხებს, ბუხარის სახანოს. 1663 წელს ტახტი გადასცა თავის შვილს ანუშას. ავტორია ორი ისტორიული თხზულებისა: „თურქმენთა გენეალოგია“ და „თურქთა გენეალოგია“. ეს შრომები შეიცავს საგულისხმო ისტორიულ ცნობებს თურქმენების, უზბეკების, ყარაყალპაყებისა და ყაზახების შესახებ, აგრეთვე თქმულებებს, ლეგენდებს და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]