აბულია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბულია (ძვ. ბერძნ. ἀ- — უარყოფითი ნაწილაკი + βουλή — ნებისყოფა) — ნებისყოფის ავადმყოფური შესუსტება ან სრული დაკარგვა, ინტერესების, ინიციატივისა და აქტივობის მკვეთრი დაქვეითება. ავადმყოფს არა აქვს გარკვეული გადაწყვეტილების მიღების უნარი. გვხვდება როგორც ნევროზის, ისე ფსიქოზის დროს. აბული უნდა განვასხვაოთ უნებისყოფლობისაგან, რომელიც ხშირად არასწორი აღზრდის შედეგია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]