შინაარსზე გადასვლა

აბსოლუტური უძრაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბსოლუტური.

აბსოლუტური უძრაობა — უძრაობა ათვლის აბსოლუტური სისტემის მიმართ. სივრცისა და დროის მეტაფიზიკური თეორია ასეთ სისტემებად თვლიდა აბსოლუტურ სივრცესა და დროს, რომელთა მიმართ უძრაობას იგი აბსოლუტურს უწოდებდა. აბსოლუტურ უძრაობას მეტაფიზიკური აზროვნება ნამდვილ ჭეშმარიტ უძრაობად თვლიდა, ხოლო ფარდობით უძრაობას — მოჩვენებითად. ფარდობითობის თეორიამ უარყო აბსოლუტური უძრაობის არსებობის მეტაფიზიკური თვალსაზრისი. ამ თეორიის თანახმად, რეალური მოძრაობა მხოლოდ ფარდობითად უძრავი ათვლის სისტემის მიმართ სრულდება.