აბომეი
| ქალაქი | |
|---|---|
|
აბომეი ფრანგ. Abomey | |
|
ქალაქის ქუჩები | |
| ქვეყანა |
|
| დეპარტამენტი (ბენინი)|ბენინის დეპარტამენტები|დეპარტამენტი | ზუ |
| კოორდინატები | 7°11′07″ ჩ. გ. 1°59′29″ ა. გ. / 7.18528° ჩ. გ. 1.99139° ა. გ. |
| პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
| ფართობი | 142 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 221 მ |
| მოსახლეობა | 67 885[1] კაცი (2013) |
| სიმჭიდროვე | 478,1 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC+1 |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 323 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აბომეი (ფრანგ. Abomey, ფონის ენაზე — „კედლის შიგნით“) — ქალაქი ბენინში, ზუს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა XVII საუკუნის შუა წლებში. იგი ლეგენდარული ძველი აფრიკული სახელმწიფოს დაჰომეის დედაქალაქი იყო 1625-1894 წწ. 1892 წელს დაიპყრეს და გადაწვეს ფრანგებმა, მაგრამ შემდეგ აღადგინეს.
მოკლე აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 221 მ სიმაღლეზე[2]. მოსახლეობა 2013 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს 67 885 ადამიანს[1]; 2002 წლის აღწერის მონაცემებით კი შეადგენდა 77 997 ადამიანს[3][4].
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი სავაჭრო (არაქისი, პალმის კაკლების ნაყოფი, პალმის ზეთი, ბამბა, თამბაქო) და სატრანსპორტო ცენტრია (სადგური რკინიგზის ხაზზე კოტონუ-პარაკუ, საავტომობილო კვანძი, აეროპორტი). ხალხური ხელნაკეთობები (საიუველირე სამკაულები და კერამიკა, სპილენძზე ჭედვა). კვების მრეწველობის საწარმოები (ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების წარმოება).
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემონახულია ფონას სამეფო დარბაზის კომპლექსის ფრაგმენტები, რომელიც 1985 წელს შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 31.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 The population of Benin. City Population. ციტირების თარიღი: 2014-08-22
- ↑ Abomey, Benin Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-02-01
- ↑ World Gazetteer.
- ↑ Communes of Benin. Statoids. ციტირების თარიღი: 2010-01-05