შინაარსზე გადასვლა

აბოლოცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბოლაცია (ლათ. abolitio— გაუქმება) — სამართლებრივი აქტის (კანონის, გადაწყვეტილების და ა. შ.) ან თანამდებობის გაუქმება, თანამდებობიდან გადადგომა ან გადაყენება. ტერმინი აბოლაცია ცნობილი იყო ჯერ კიდევ რომის სამართალში. ამჟამად აბოლაცია ჩვეულებრივ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას სასამართლო განჩენის გამოტანამდე (სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები ადგენენ, არ აღიძრას, ხოლო აღძრული საქმე შეწყდეს განსაზღვრული კატეგორიის დანაშაულთა ან ცალკეულ პირთა მიმართ).