აბე (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბე.
მთვარის კრატერი
აბე
Abbe
მონაცემები
დიამეტრი 63.98 კმ
მოცულობა 3800 კმ³
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ერნსტ აბე
დამტკიცებულია IAU (1970)
მდებარეობა
57.58° ს. გ. 174.77° ა. გ. / 57.58° ს. გ. 174.77° ა. გ. / -57.58; 174.77
ციური სხეული მთვარე
აბე (მთვარის კრატერი) — მთვარე
აბე (მთვარის კრატერი)
აბე ვიკისაწყობში

კრატერი აბე (ლათ. Abbe) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის უკანა მხარის სამხრეთ ნაწილში. სახელი ეწოდა გერმანელი ფიზიკოს-ოპტიკოსის და ასტრონომის ერნსტ აბეს პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1970 წელს). კრატერის წარმოქმნა ნექტარულ პერიოდში ივარაუდება.[1]

კრატერის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრატერი მდებარეობს მატერიკულ ადგილას. მის ჩრდილოეთით განლაგებულია კრატერები ჰესი და ბოილი, დასავლეთით — კრატერი პუანკარე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერები ჰარეთი და კაბანესი[2]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 57°35′S 174°46′E / 57.58° ს. გ. 174.77° ა. გ. / -57.58; 174.77, დიამეტრი 63.98 კმ[3], სიღრმე 2.74 კმ[1].

კრატერის წრიული ზვინული ეროზიითაა დაზიანებული. მისი ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ დასავლეთი ნაწილები გადაფარულია შედარებით მომცრო კრატერებით. კრატერის ფსკერი შედარებით სწორეა, დარღვეულია რამოდენიმე მცირე კრატერით. კრატერის ზვინულის ყველაზე მაღალი ნაწილი 1260 მეტრს შეადგენს[1]. კრატერის სიახლოვეს არსებობს მცირე ველი, რომელიც ატარებს არაოფიციალურ სახელს „აბეს ველი“. კრატერის მოცულობა შეადგენს დახლოებით 3800 კმ³-ს[1].

სატელიტური კრატერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

LAC-132 რუკის ფრაგმენტი
აბე[3] კოორდინატები დიამეტრი, კმ
H 58°26′S 177°35′E / 58.44° ს. გ. 177.58° ა. გ. / -58.44; 177.58 (Аббе H) 25.1
K 59°49′S 176°52′E / 59.82° ს. გ. 176.86° ა. გ. / -59.82; 176.86 (Аббе K) 26.1
M 61°45′S 175°14′E / 61.75° ს. გ. 175.24° ა. გ. / -61.75; 175.24 (Аббе M) 28.6

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Lunar Impact Crater Database. Losiak A., Kohout T., O’Sulllivan K., Thaisen K., Weider S. (Lunar and Planetary Institute, Lunar Exploration Intern Program, 2009); updated by Öhman T. in 2011. Archived page
  2. Кратер Аббе на карте LAC132. ციტირების თარიღი: 2020-07-05
  3. 3.0 3.1 Справочник Международного Астрономического Союза. ციტირების თარიღი: 2020-07-05