აბდ ალ-ქარიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბდ ალ-ქარიმი

აბდ ალ-ქარიმი (არაბ. محمد بن عبد الكريم الخطابي‎‎; დ. 1881/1882 — გ. 7 თებერვალი, 1963, კაირო) — მაროკოს პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. რიფის ტომთა აჯანყების ბელადი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიიღო საღვთისმეტყველო განათლება. მსახურობდა ქ. მელილაში მასწავლებლად. შემდეგ ეჭირა ყადისა და უზენაესი ყადის თანამდებობა. 1915 წლიდან ესპანელი კონოლიზატორების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოწოდებისათვის 11 თვე პატიმრობაში იყო. 1921 წელს სათავეში ჩაუდგა რიფების ეროვნულ-განმატავისუფლებელ ბრძოლას ჯერ ესპანელ, ხოლო შემდეგ ფრანგ კოლონიზატორთა წინააღმდეგ. 1921 წელს გამოაცხადეს რიფის რესპუბლიკის პრეზიდენტად (ამირად). 1926 წელს ტყვედ იგდეს ფრანგებმა და გადაასახლეს კუნძულ რეიუნიოზე. 1947 წელს საფრანგეთში დასახლების ნება დართეს იმ პირობით, რომ თავს დაანებებდა პოლიტიკურ მოღვაწეობას, მაგრამ საფრანგეთისაკენ გემით მიმავალი პორტ-საიდიდან გაიქცა და დასახლდა კაიროში. 1948-1956 წლებში აქ სათავეში ჩაუდგა არაბული მაღრიბის განთავისუფლების კომიტეტს, მოითხოვდა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების დამოუკიდებლობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]