აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-საიდ მუჰამადი
იერსახე
აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-საიდ მუჰამადი (არაბ. عبدالله بن سيد محمد خليفة; დ. 1846 — გ. 24 ნოემბერი, 1899) — მაჰდის გარდაცვალების შემდეგ სუდანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამგებელი (1885–1898).
მოსპო ტომთა ბელადების სეპარატიზმი და განამტკიცა მაჰდელთა სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლება. ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გახსნა თოფ-იარაღის საწარმოები, შექმნა ძლიერი არმია. თავს ესხმოდა ეთიოპიასა და ეგვიპტეს. 1896–1898 წლებში შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწია ინგლისისა და ეგვიპტის მიერ სუდანის ხელახალ დაპყრობას. 1898 წლის 2 სექტემბერს, ომდურმანის ბრძოლაში ინგლისურ არმიასთან დამარცხების შემდეგ ხელმძღვანელობდა სუდანელთა პარტიზანულ ბრძოლას. დაიღუპა ინგლისელებთან ერთ-ერთი შეტაკების დროს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 22.