აბდლი ფრაშერი
აბდლი ფრაშერი | |
---|---|
ალბ. Abdyl Frashëri | |
აბდლი ფრაშერი | |
დაბადების თარიღი | 1 ივნისი, 1839. |
დაბადების ადგილი | ფრაშერი, პერმეტის რაიონი, ალბანეთი. |
გარდაცვალების თარიღი | 23 ოქტომბერი, 1892. |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი, თურქეთი. |
საქმიანობა | მწერალი, პოლიტიკოსი. |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია |
ჯილდოები | Hero of Albania |
მეუღლე | ბალკეზე ფრაშერი. |
შვილ(ებ)ი | მიდ'ჰათ ფრაშერი,[1] ფერიდუნ ფრაშერი, ჰალიდ ფრაშერი. |
ნათესავ(ებ)ი | ნაიმ ფრაშერი(ძმა), სემ ფრაშერი(ძმა), მეჰდი ფრაშერი(ძმისშვილი), ალი სემ იენი(ძმისშვილი). |
აბდლი ფრაშერი(დ. 1 ივნისი, 1839. გ. 23 ოქტომბერი, 1892) — ოსმალური ალბანეთის სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკოსი, ოსმალეთის იმპერიის პირველი კონსტიტუციური ეპოქის დროს და ალბანეთის ეროვნული გამოღვიძების ერთ-ერთი პირველი, პოლიტიკური იდეოლოგი.[2] მისი სიცოცხლის განმავლობაში ფრაშერი ცდილობდა ალბანელებში პატრიოტიზმი და ძლიერი იდენტობა დაენერგა, ალბანურენოვან განათლებასა და ლიტერატურაზე დაფუძნებული რეფორმის პროგრამის ხელშეწყობისას.[3]
ის იყო პრიზენის ლიგის ერთ-ერთი ინიციატორი და გამოჩენილი ლიდერი. იგი გამორჩეული იყო როგორც პოლიტიკური პიროვნება, 1860-იანი წლებიდან. მან დააარსა სტამბოლში ალბანეთის უფლებების დაცვის ცენტრალური კომიტეტი. გარდა ამისა, იგი მსახურობდა იანას ვილაეტის არჩეულ წარმომადგენელად ოსმალეთის პარლამენტში პირველი კონსტიტუციური ეპოქის დროს, 1876–1877 წლებში.[4] კომუნისტური რეჟიმის დროს იგი ალბანეთის გმირად გამოაცხადეს.
ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აბდილ ფრაშერი დაიბადა 1839 წელს ჯანინას ვილაეთის სოფელ ფრაშერში, ბექთაში. რელიგიური კუთვნილების გამორჩეულ მუსლიმურ ოჯახში.[5] აბდილი, თავის ძმებთან ნაიმთან, სემთან და 5 სხვა ძმასთან ერთად გაიზარდა, ისინი ჰალიტ ბეის[6] შვილები იყვნენ და მათი მამობრივი ოჯახური ტრადიციების თანახმად, ისინი იყვნენ ტიმარის მფლობელების შთამომავლები, რომლებიც წარმოშობით ბერატის რეგიონიდან იყვნენ.[5] ფრაშერების დედა, ემინე ჰანიმი[6] წარმოშობით იმრაჰორ ილიას ბეისგან იყო, XV საუკუნის გამორჩეული ოსმალეთის ალბანელი სარდალი, კორჩის ტერიტორიიდან.[5]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Gawrych 2006, p. 200.
- ↑ Kopeček, Michal; Ersoy, Ahmed; Gorni, Maciej; Kechriotis, Vangelis (2006), Discourses of collective identity in Central and Southeast Europe (1770–1945), 1, Budapest, Hungary: Central European University Press, p. 348, ISBN 963-7326-52-9, https://books.google.com/books?id=k5Vsjg508EYC&pg=PA349
- ↑ Gawrych 2006, p. 204.
- ↑ Komiteti i Stambollit dhe platforma e tij politike.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Gawrych 2006, p. 13.
- ↑ 6.0 6.1 Robert Elsie (2005). Albanian Literature: A Short History. I.B.Tauris, გვ. 67. ISBN 978-1-84511-031-4.