აბდელმაჯიდ ტებუნი
აბდელმაჯიდ ტებუნი | |
![]() | |
ალჟირის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 19 დეკემბერი, 2019 |
წინამორბედი | აბდელქადერ ბენსალაჰი |
ალჟირის პრემიერ-მიინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 მაისი, 2017 – 16 აგვისტო, 2017 | |
წინამორბედი | აბდელმალექ სელალი |
მემკვიდრე | აჰმედ უიაჰია |
დაბადებული | 17 ნოემბერი, 1945 მეშერია, ალჟირი |
აბდელმაჯიდ ტებუნი (არაბ. عبد المجيد تبون; დ. 17 ნოემბერი 1945, მეშარია) — ალჟირელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 2019 წლის 19 დეკემბრამდე ალჟირის პრეზიდენტი. 2017 წლის 25 მაისიდან 16 აგვისტომდე იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ორჯერ ეკავა საბინაო მშენებლობის მინისტრის თანამდებობა.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1945 წლის 17 ნოემბერს ალჟირის ქალაქ მეშერიაში. 1965 წელს დაასრულა ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა. 1991 წლიდან 1992 წლამდე იყო ქალაქ ალჟირის მუნიციპალური მთავრობის მინისტრ-დელეგატი. 1999-2000 წლებში მუშაობდა ალჟირის მთავრობაში კომუნიკაციისა და კულტურის მინისტრად, ხოლო 2000-2001 წლებში კვლავ სახელმწიფო სამსახურშია[1][2].
2001 წლიდან 2002 წლამდე და 2012-2017 წლებში ეკავა საბინაო მშენებლობის მინისტრის თანამდებობა. 2017 წლის 25 მაისს დანიშნეს პრემიერ-მინისტრად[3][4], მაგრამ ამავე წლის 16 აგვისტოს გადააყენეს. ამის მიზეზი იყო სახელმწიფო კონტრაქტების განაწილების გადამოწმების მცდელობა[5].
2019 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და მიაღწია წარმატებას. 2019 წლის 19 დეკემბერს ოფიციალურად დაიკავა თანამდებობა[6].
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ عبد المجيد تبون
- ↑ Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-29. ციტირების თარიღი: 2017-06-13.
- ↑ Algérie : qui est Abdelmadjid Tebboune, le nouveau Premier ministre d’Abdelaziz Bouteflika ? – JeuneAfrique.com
- ↑ Algerian energy, finance ministers replaced in reshuffle - APS | Reuters
- ↑ Алжир выбрал из пяти зол
- ↑ Новый глава Алжира принес президентскую присягу