აბდელქადერ ბენსალაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდელქადერ ბენსალაჰი
აბდელქადერ ბენსალაჰი
ალჟირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აპრილი, 2019 – 19 დეკემბერი, 2019
წინამორბედიაბდელაზიზ ბუტეფლიკა
მემკვიდრეაბდელმაჯიდ ტებუნი

ერთა საბჭოს თავმჯდომარე
წინამორბედიბაშირ ბუმაზა

დაბადებული17 მაისი, 1942
ფელაუსენი, ალჟირი
გარდაცვლილი22 სექტემბერი, 2021

აბდელქადერ ბენსალაჰი (არაბ. عبد القادر بن صالح; დ. 17 მაისი 1942, ფელაუსენი – გ. 22 სექტემბერი, 2021) — ალჟირელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. 2019 წლის 2 აპრილიდან 19 დეკემბრამდე ალჟირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ერთა საბჭოს თავმჯდომარე 2002 წლის 2 ივლისიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წლიდან 1974 წლამდე იყო ბეირუთში ალჟირის მედიისა და კულტურის ცენტრის დირექტორი. 1974-1977 წლებში გაზეთ „El Chaab“-ის რედაქტორია. 2013-2015 წლებში კი — ეროვნულ-დემოკრატიული გაერთიანების გენერალური მდივანი. 2002 წლის 2 ივლისიდან ალჟირის ერთა საბჭოს სპიკერია.

2019 წლის 2 აპრილს ალჟირში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის მეთაურმა აბდელაზიზ ბუტეფლიკამ თანამდებობა დატოვა და ალჟირის კონსტიტუციის 102-ე მუხლის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა ერთა საბჭოს ხელმძღვანელი აბდელქადერ ბენსალაჰი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]