აბას მაჰმუდ ალ-აკადი
| აბას მაჰმუდ ალ-აკადი | |
|---|---|
| არაბ. عبَّاس محمود العقَّاد | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 28 ივნისი, 1889[1] [2] |
| დაბადების ადგილი | ასუანი[3] |
| გარდაცვალების თარიღი | 13 მარტი, 1964[3] [2] (74 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | კაირო |
| საქმიანობა | მწერალი[4] [3] , ისტორიკოსი[3] , ჟურნალისტი[5] [6] , პოეტი[7] , ლიტერატურული კრიტიკოსი, მასწავლებელი, ფილოსოფოსი[3] , journal editor[5] [6] და ავტორი[8] |
| ენა | ოსმალური ენა[4] და არაბული ენა |
| მოქალაქეობა |
Kingdom of Egypt Republic of Egypt გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა[9] |
| Magnum opus | Q12224244?, Athar al-ʻArab fī al-ḥaḍārah al-Ūrūbbīyah, afīūn al-šʿūb, Q12185032?, Q60797378?[10] და Rūḥ ʻaẓīm: al-Mahātmā Ghāndī |
| ჯილდოები | State Appreciation Award |
|
გავლენა მოახდინეს | |
აბას მაჰმუდ ალ-აკადი (არაბ. عبَّاس محمود العقَّاد; დ. 28 ივნისი, 1889, ასუანი — გ. 12 მარტი, 1964, კაირო) — არაბი მწერალი, პუბლიცისტი, ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე. კაიროს არაბული ენის აკადემიისა და დამასკის არაბული მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ერთ ერთი დამაარსებელია ლიტერატურული სკოლისა, რომელიც ინგლისური რომანტიზმის გავლენას განიცდიდა. ემხრობოდა აზრს, რომ არაბულ საფუძველზე ევროპულ კულტურულ ელემენტთა გადამუშავების შედეგად შექმნილიყო ერთიანი არაბულ-მუსლიმური კულტურა. აბას მაჰმუდ ალ-აკადის ლექსთა პირველი კრებული დაიბეჭდა 1916 წელს. მან დაწერა 100–ზე მეტი წიგნი რელიგიის, ფილოსოფიის და პოეზიის შესახებ. გამოაქვეყნა აარაბული და მსოფლიო ლიტერატურის საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალი პუბლიცისტური და კრიტიკული ნაშრომი, აგრეთვე ლექსები, მოთხრობები, წიგნები ისტორიულ-რელიგიურ და ისტორიულ-ფილოსოფიურ თემაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 16.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Encyclopædia Britannica
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 3 4 5 Deutsche Nationalbibliothek Record #118952811 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 3 Türkiye Diyanet Vakfı Türkiye Diyanet Vakfı İslâm Ansiklopedisi — Ankara: Türkiye Diyanet Vakfı.
- 1 2 طرازي ف. د. تاريخ الصحافة العربية: يحتوي على جميع فهارس الجرائد والمجلات العربية في الخافقين مذ تكوين الصحافة العربية الى نهاية عام ١٩٢٩ — بيروت: المطبعة الأدبية, المطبعة الأمريكية, 1913.
- 1 2 https://projectjaraid.github.io
- ↑ بوَّابة الشُعراء, PoetsGate — 2005.
- ↑ https://projectjaraid.github.io/
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2012.
- ↑ (unspecified title) — ISBN 977-14-2342-8
- ↑ Collinson D. Biographical Dictionary of Twentieth-Century Philosophers — 1996. — ISBN 978-0-415-06043-1