აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ლ. ასათიანის 49)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს.

კურორტ აბასთუმნის მთავარი, რუსთაველის ქუჩის პარალელურად, მდინარე ოცხეს მარჯვენა ნაპირზე არსებული ასწლოვანი ხეებით დაბურული ქუჩა ლადო ასათიანის სახელობისაა და ყურადღებას XIX საუკუნის მესამე ნახევარში აგებული, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე შენობების კონცენტრაციით იქცევს. ასათიანის ქუჩაზე, მარჯვენა მხარეს ძეგლებით საკმაოდ მჭიდროდ განაშენიანებულ რიგში ყურადღებას იქცევს ორსართულიანი, სწორკუთხა, გეგმაში თითქმის ოთხკუთხა, საკმაო მასშტაბური შენობა ქუჩის პირზეა განთავსებული სახლი. ქვით ნაგები შენობის კედლის სიბრტყე შელესილია, სახლი ოთხივე მხრიდან ორ იარუსიანი, ზოგან ჭვირულ მოაჯირ-თაღებიანი და ზოგან კი პირამიდისებრი დეკორატიული ჩანართებით დეკორირებული, გალერეა-შუშაბანდების სისტემით არის გარშემორტყმული. მიუხედავად გალერეის სავალალო მდგომარეობისა და გარკვეული სახეცვლისა, ის მაინც შთამბეჭდავია და ხელოსნის მაღალ ოსტატობასა და ფანტაზიას ავლენს. ორი ერთმანეთის გვერდზე განლაგებული სახლით ორი მხრიდან შემოზღუდულ ეზოში გამავალი ფასადიც გალერეა-შუშაბანდების სისტემით არის მოცული, რომელიც ნაწილობრივ სახეცვლილია. ეზოს მხრიდან გალერეის ტანშია ჩართული ხის ერთმარშიანი კიბე. ასათიანის ქუჩის ამ მონაკვეთისთვის საკმაოდ მასშტაბური, უდაოდ შესანიშნავი ოსტატობით შესრულებული ხის დეკორით გაფორმებული შენობა მნიშვნელოვანია არა მარტო ქუჩის არამედ მთლიანად აბასთუმნის მასშტაბით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6203