აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ლ. ასათიანის 47)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. ორსართულიანი შენობა XIX საუკუნის ბოლოსაა აგებული.

წაგრძელებული, მართკუთხა ფორმის შენობა სიღრმეშია შეწეული და ქუჩაზე ვიწრო ფასადით გამოდის. თავად ფასადი ორივე სართულზე ხის გალერეა-შუშაბანდების სისტემით იხსნება ქუჩისკენ. პირველი სართულის გალერეიდან თითქმის არაფერი აღარ არის შემორჩენილი, მასზე მიშენებაა. მეორე სართულის გალერეის ხის ჭვირული მოაჯირი და დეკორატიული ელემენტები ადგილზეა, თუმცა გალერეა შემინულია. ეზოს ფასადი, რომელშიც გვერდით არსებულ სახლთან ერთად გადის ასევე ორსართულიანია, გალერეებითა და შუშაბანდებით დიდი ნაწილი შემინულ შეფიცრულია. გალერეის შემორჩენილი ჭვირულის დეკორი ფასადის ანალოგიურია. ამ მხრიდან სახლს მიდგმული აქვს ხის კიბე. ზურგის ფასადი მოკლებულია ყოველგვარ დეკორს. აქ ჩანს აბასთუმნისთვის სახასიათო ქვის კვადრები, რომლითაც ნაგებია სახლები. თავად სახლის მხატვრული ღირებულება არც თუ ისე მაღალია, არც გეგმარებითი სტრუქტურაა მარტივი. სწორკუთხა წაგრძელებული მართკუთხედი, დეკორატიული ელემენტი რომლითაც გაფორმებულია ხის გალერეები მშრალია, მიუხედავად ამისა სახლს შენაჩუნებული აქვს ავთენტურობა. მნიშვნელოვანია მის გვერდზე არსებული სახლის კონტექსტიც, რომელსაც ცალი კედლით ებჯინება კიდეც იგი, ერთგვარ ფონს უქმნის და თითქოს ზუსტად მის წარმოსაჩენად არის ის ასე მშრალად, მშვიდად დეკორირებული პროპორციით უპრეტენზიო და ქუჩის ხაზიდან უკან ჩაჩოჩებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6250