აბადანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
აბადანი
სპარს. آبادان
Abadan the city of Oil.jpg
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
[[ოსტანი]] ხუზისტანი
კოორდინატები 30°20′21″ ჩ. გ. 48°18′15″ ა. გ. / 30.33917° ჩ. გ. 48.30417° ა. გ. / 30.33917; 48.30417
ფართობი 1,275 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3 მეტრი
მოსახლეობა 231,476 (24 სექტემბერი 2016)[1]
სასაათო სარტყელი UTC+03:30
სატელეფონო კოდი 0631
ოფიციალური საიტი http://Abadan.ir/
აბადანი — ირანი
აბადანი

აბადანი (სპარს. آبادان) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ხუზისტანის ოსტანში. ნავთობგადასამუშავებელი მრეწველობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი.

აბადანი მდებარეობს მდ. შატ-ელ-არაბზე, სპარსეთის ყურიდან 53 კმ, ერაყის საზღვართან. მოსახლეობა — 415,139 (2005). ქალაქს ემსახურება ნავსადგური და აეროპორტი.

გადმოცემით, ქალაქი VIII საუკუნეში დააარსა „წმინდა კაცმა“, სახელად აბადმა. დიდი ხნის მანძილზე აბადანი მცირე სოფელი იყო. ირანმა საბოლოოდ 1847 წ. შემოიმტკიცა. 1900-იან წლებში ბრიტანულ-ირანული ნავთობის კომპანიის მიერ მსოფლიოში უდიდესი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობამ ქალაქის განვითარებას დიდი ბიძგი მისცა. 1951 წ. ირანის მთავრობამ ქვეყანაში კომპანიის ქონების ნაციონალიზაცია მოახდინა, რასაც დიდი ბრიტანეთის მიერ აბადანის საზღვაო ბლოკადა და ირანზე ეკონომიკური სანქციების დაწესება მოჰყვა. ეს ე.წ. აბიდანის კრიზისი 1954 წლამდე გაგრძელდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ დაამხო პრემიერ-მინისტრ მოჰამედ მოსადეყის მთავრობა და აღადგინა შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი. ამ დროიდან ქარხანას კონტროლს უწევდა საერთაშორისო კონსორციუმი, ხოლო 1973 წლიდან — ირანის ეროვნული ნავთობის კომპანია. 1980 წ. ქალაქი და მისი შემოგარენი თითქმის მთლიანად დაანგრია ერაყის შეიარაღებული ძალების მოულოდნელმა თავდასხმამ. ირან-ერაყის ომის დასრულების შემდეგ (1988 წ.) ქალაქმა თანდათან დაიწყო აღდგენა, ნავთობგადასამუშავებელმა მრეწველობამ კი ომამდელ დონეს 1997 წლისთვის მიაღწია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • http://archive.li/9g1si