არმენ ჰახნაზარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აარმენ ჰახნაზარიანი)
არმენ ჰახნაზარიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 5 მაისი, 1941(1941-05-05)[1]
დაბ. ადგილი თეირანი
გარდ. თარიღი 19 თებერვალი, 2009(2009-02-19)[2] (67 წლის)
გარდ. ადგილი აახენი[3]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა ხელოვნებათმცოდნე და არქიტექტორი
მოქალაქეობა  გერმანია
 ირანი

არმენ ჰახნაზარიანი (სომხ. Արմեն Հախնազարյան, გერმ. Armen Haghnazarian; დ. 5 მაისი, 1941, თეირანი — გ. 19 თებერვალი, 2009, აახენი) — არქიტექტურის დოქტორი, სომხური არქიტექტურის შესწავლის ფონდის დამაარსებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმენ ჰახნაზარიანი

აგულისელი ენათმეცნიერის, დოქტორ ჰოვჰანნეს ჰახნაზარიანის ძე. 1959 წელს დაამთავრა თეირანის ქუშეშ-დავთიანის სკოლა ირანში, 1969 წელს დაამთავრა აახენის ჰრენოს-ვესფალიას უმაღლესი ტექნიკური სკოლის, არქიტექტურისა და საქალაქო ინჟინერიის არქიტექურის ფაკულტეტი. 1973 წელს დაამთავრა ქალაქმშენებლობის ფაკულტეტი, არქიტექურის დოქტორის წოდებით (Dr. Ing. Architekt-Planer).

კვლევითი მოღვაწეობა დაიწყო 1968 წელს, არტაზის პროვინციის „წმინდა თადევოსის“ მონასტრის შესწავლით.

1970 წლის განმავლობაში განახორციელა რიცხვით ექვსი მეცნიერული ექსკურსია დასავლეთ სომხეთში, თითოეული ექსკურსია ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

უუფრო მოგვიანებით პირადად მეცნიერულ ექსკურსიებში მონაწილეობას ვერ იღებდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ხელს უწყობდა და ორგანიზებას უწევდა მეცნიერულ ექსკურსიებს დასავლეთ სომხეთში, კილიკიაში და მცირე სომხეთი.

1973 წელს დაქორწინდა არქიტექტორ მმარგრით ბუნემანთან (Margrit Bunemann) მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი, თალინი და შაჰრიზი.

1974 წელს თეირანში დააარსა და ხელმძღვანელობა გაუწია „მონიტ“ (Monit) არქიტექტურულ კომპანიას.

1982 წელს, აახენში ოფიციალურად დააარსა „სომხური არქიტექტურის შესწავლის“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია (2010 წლიდან დააარსა ფონდი), რომელიც 1996 წელს დარეგისტრირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო 1998 წელს სომხეთში.

1983 წლიდან დიდი ხნის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს აახენის უნივერსიტეტის ქალაქმშენებლობის ფაკულტეტზე.

გარდაიცვალა აახენში, ხოლო მისი ფერფლი დაასვენეს აახენში და არტაშავანის სოფლის სასაფლაოზე.

შეკეთება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმენ ჰახნაზარიანი კოლეგებთან ერთად
  • ვანაქის „წმინდა სარგისის“ ეკლესია, თეირანის „წმინდა გევორქის„ ეკლესია
  • „წმინდა სტეფანოსის“ ეკლესია (დარაშამბი), აარტაზის „წმინდა თადევოსის“ ეკლესია
  • „წორ წორის“ ეკლესია, ქარინ ტაკის „წმინდა ღვთისმშობლის“ ეკლესია
  • დადივანქის კომპლექსის სხვა და სხვა შენობები, ტათევ სოფლის ეკლესია
  • დავით ბეკის სოფლის ეკლესია, „საღმოსავანქი“
  • უში სოფლის „წმინდა სარგისის“ ერთნავიანი ეკლესია
  • ქესაბის, გარატურან სოფლის „წმინდა სტეფანოსის“ ეკლესია
  • ქესაბის დაბაში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის დასახლებული სახლები

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2008 წ. 10 ივნისს დაჯილდოვდა სომხეთის ეროვნული კრების საპატიო ჯილდოთი
  • 2009 წ. 29 იანვარს დაჯილდოვდა სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ჰაკობ მეღაპარტის სახელობის ჯილდოთი
  • 2009 წ. დაჯილდოვდა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქმშენებლობის სამინისტროს ჯილდოთი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. http://am.hayazg.info/index.php?curid=5591
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #133726762 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.