აალება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აალებასაწვავი ნივთიერების ანთება სითბოს წყაროს(ალის ,ელექტრული ნაპერწკლის,გახურებული სხეულის) შეხებით. აალებას გარეგანი სითბოს წყაროს გარეშე თვითაალება ჰქვია.აალების უნარი აქვს საწვავი აირების ნარევებს:მეთანსა და ჰაერის ან ჟანგბადის,ბენზინის ორთქლის და ჰაერის,წყალბადის და ჟანგბადის,წყალბადის და ქლორის და სხვა ნარევებს.სითხეების აალებას წინ უსწრებს სითხის აორთქლება და ორთქლის ჰაერთან შერევა. იწვის არა სითხე(სპირტი, ბენზინი), არამედ მისი ორთქლი.ტემპერატურას, რომელზედაც გახურებულ ზედაპირთან კონტქტში მყოფი ნივთიერება ალდება, აალების ტემპერატურა ეწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 9, თბ., 1975