შინაარსზე გადასვლა

პეტრ ჩეხი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 42: ხაზი 42:
2005 წლის 5 ოქტომბერს ჩეხმა დაამყარა ახალი რეკორდი პრემიერლიგაში, 1,025 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია. ეს რეკორდი მოგვიანებით დაამხო მანჩესტერ იუნაიტედის მეკარემ, [[ედვინ ვან დერ სარი|ედვინ ვან დერ სარმა]]. 2004-05 წლების სეზონში 25 მატჩში კარის მშრალად შენახვისთვის ჩეხმა მიიღო სპეციალური პირადი ჯილდო ''ოქროს ხელთათმანი''. 2005-06 წლების სეზონში ჩელსიმ შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული. გუნდმა გაუშვა მხოლოდ 15 გოლი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
2005 წლის 5 ოქტომბერს ჩეხმა დაამყარა ახალი რეკორდი პრემიერლიგაში, 1,025 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია. ეს რეკორდი მოგვიანებით დაამხო მანჩესტერ იუნაიტედის მეკარემ, [[ედვინ ვან დერ სარი|ედვინ ვან დერ სარმა]]. 2004-05 წლების სეზონში 25 მატჩში კარის მშრალად შენახვისთვის ჩეხმა მიიღო სპეციალური პირადი ჯილდო ''ოქროს ხელთათმანი''. 2005-06 წლების სეზონში ჩელსიმ შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული. გუნდმა გაუშვა მხოლოდ 15 გოლი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

2005-06 წლების სეზონში ჩეხმა მხოლოდ 22 მატჩში ითამაშა კლუბის შემადგენლობაში.<ref>{{cite news | title = English Premier League 2005-2006 : Table| publisher= Statto.com | url = http://www.statto.com/football/stats/england/premier-league/2005-2006 | accessdate = 2010-08-17 | date=2010-08-17}}</ref> 2006 წლის 1 თებერვალს ჩეხმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა 2010 წლამდე.


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

10:52, 22 იანვარი 2012-ის ვერსია

თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიო პეტრ ჩეხი (დ. 20 მაისი, 1982) — ჩეხი ფეხბურთელი, ლონდონის ჩელსის და ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მეკარე. წარსულში ჩეხი თამაშობდა პლზენის ვიქტორიაში, ბლშანის ხმელში, პრაღას სპარტაში და რენში. იგი შეყვანილი იყო 2004 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში, როცა ის დაეხმარა თავისი ქვეყნის ნაკრებს ნახევარფინალში გასვლაში.ჩეხმა ასევე მიიღო 2004-05, 2006-07 და 2007-08 წლების სეზონების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარის წოდება. იყო პფსფას და ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრებების წევრი 2006 წელს.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული აქვს 180 მატჩი. ჩეხს ეკუთვნის რამდენიმე რეკორდი. ჩეხეთის ნაკრებში 855 წუთის განმავლობაში შეინახა კარი მშრალად. პრაღას სპარტაში 928 წუთის განმავლობაში არ გაუშვია გოლი 2001-02 წლების სეზონში. 2004-05 წლების სეზონში ჩეხს 1,025 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია. ჩეხს მოგებული აქვს პრემიერლიგის ოქროს ხელთათმანი 2004-05 და 2009-10 წლების სეზონებში.[1]

ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2010 წელს დაასახელა მსოფლიოს 5 საუკეთესო მეკარეს შორის იკერ კასილასთან, ჟულიო სეზართან, მანუელ ნოიერთან და მაარტენ სტეკელენბურგთან ერთად.[2]

საკლუბო კარიერა

ადრეული კარიერა

დაიბადა პლზენში, ჩეხოსლოვაკიაში, ფეხბურთის თამაში დაიწყო შვიდი წლის ასაკში, შკოდა პლზენში (შემდეგში ცნობილი, როგორც პლზენის ვიქტორია. თავიდან მან თამაში დაიწყო, როგორც თავდმასხმელმა, შემდეგში ვარჯიშისას მეკარეების მწვრთელებმა შეამნიეს მისი თვისებები, რომელიც სჭირდებოდა მეკარეს. 14 წლის ასაკში, ჩეხი გაიზარდა 180-დან 196 სანტიმეტრამდე. მალე ჩეხი გადავიდა ბლშანის ხმელში, სადაც მისი დებიუტი შედგა 1999 წლის 30 ოქტომბერს. მალე ჩეხი გახდა ხმელის ძირითადი მეკარე და მიიპყრო ბევრი კლუბის ყურადღება. 19 წლის ასაკში ჩეხი გადავიდა პრაღას სპარტაში.[3]

რენი

ჩეხმა ვერ მოიგო ჩემპიონატი სპარტასთან ერთად 2002 წლის გაზაფხულზე, მაგრამ მიიღო უდიდესი გამოცდილება. ივნისში ჩეხეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად გავიდა ფინალში. მან თავი გამოიჩინა პენალტების სერიაში და მოიგო მისმა გუნდმა ტურნირი. მაშინ ჩეხმა მიიპყრო ლონდონის არსენალის სკაუტების ყურადღება, მაგრამ 2002 წლის ივნისში გადაბარგდა რენში.[4]

ჩეხმა რენში გაატარა ორი სეზონი.

ჩელსი

2004 წლის ივლისში ჩეხმა £7 მილიონის სანაცვლოდ ჩელსისთან გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი. ამ ტრანსფერის შემდეგ ჩეხი გახდა ჩელსის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე.

ამ დროს ჩელსის ძირითადი მეკარე იყო პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, კარლო კუდიჩინი. კუდიჩინიმ სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდში მიიღო ტრამვა და მის მაგივრად ჟოზე მოურინიომ ჩეხი დააყენა კარში. პრემიერლიგის სადებიუტო მატჩში მანჩესტერ იუნაიტედთან, ჩეხმა კარი მშრალად შეინახა (1-0).

2005 წლის 5 ოქტომბერს ჩეხმა დაამყარა ახალი რეკორდი პრემიერლიგაში, 1,025 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია. ეს რეკორდი მოგვიანებით დაამხო მანჩესტერ იუნაიტედის მეკარემ, ედვინ ვან დერ სარმა. 2004-05 წლების სეზონში 25 მატჩში კარის მშრალად შენახვისთვის ჩეხმა მიიღო სპეციალური პირადი ჯილდო ოქროს ხელთათმანი. 2005-06 წლების სეზონში ჩელსიმ შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული. გუნდმა გაუშვა მხოლოდ 15 გოლი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

2005-06 წლების სეზონში ჩეხმა მხოლოდ 22 მატჩში ითამაშა კლუბის შემადგენლობაში.[5] 2006 წლის 1 თებერვალს ჩეხმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა 2010 წლამდე.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. „CHELSEA TRIO“. Chelsea F.C. 2010-05-14. ციტირების თარიღი: 2007-01-07.
  2. „The World's best Goalkeeper 2010“. International Federation of Football History & Statistics. ციტირების თარიღი: 2011-01-19.
  3. The career milestones – PART ONE – Biography – About Peter – Petr Čech's official website
  4. http://www.petr-cech.com/About-Peter/Biography/mr-mt.folder.aspx
  5. „English Premier League 2005-2006 : Table“. Statto.com. 2010-08-17. ციტირების თარიღი: 2010-08-17.