მიწავაშლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიწავაშლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
სახეობა:  მიწავაშლა
ლათინური სახელი
Helianthus tuberosus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 20694364

მიწავაშლა, იგივე ტოპინამბური (ლათ. Helianthus tuberosus) — მრავალწლოვანი გორგლიანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მიწისქვეშა ღეროებზე აქვს გორგლები (თეთრი, ყვითელი, იისფერი ან წითელი).

მიწავაშლას სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა. მოჰყავთ საქართველოშიც. გორგლი და მწვანე მასა (ნედლად და სილოსად) ცხოველთა კარგი საკვებია, განსაკუთრებით ღორებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]