Where Does My Heart Beat Now

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Where Does My Heart Beat Now“
სინგლი  - სელინ დიონი
ალბომიდან UnisonUnison
გამოსვლის თარიღი 6 ოქტომბერი, 1990
ფორმატი CD single, cassette single, vinyl single
ჟანრი პოპი
ხანგრძლივობა 4:33 (ალბომის ვერსია)
4:10 (რადიოს ვერსია)
ლეიბლი Columbia, Epic
პროდიუსერი კრისტოფერ ნეილი
სელინ დიონი - სინგლების ქრონოლოგია
"Unison"
(1990)
"Where Does My Heart Beat Now"
(1990)
"The Last to Know"
(1991)

"Where Does My Heart Beat Now" - კანადელი პოპ მომღერალ სელინ დიონის სიმღერა. იგი შესულია ინგლისურენოვან სადებიუტო სტუდიური ალბომ Unison. ეს სიმღერა პირველად, სინგლის სახით კანადაში გამოიცა, 1990 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო ამერიკაში მისი გამოშვება მოხდა ამავე წლის 19 ნოემბერს, დანარჩენ მსოფლიოში 1991 წელს.[1]

"Where Does My Heart Beat Now"-ის ავტორები არიან: რობერტ უაიტ ჯონსი და ტეილორ როდსი, სიმღერა შეიქმნა 1988 წელს. მოგვიანებით ეს კომპოზიცია სწორედ სელინ დიონმა შეასრულა. სიმღერის პროდიუსერია კრისტოფერ ნეილი.

სელინ დიონმა პირველად ეს სიმღერა შეასრულა 1989 წელს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. ამ კონკურსზე მომღერალმა სიმღერა "Ne partez pas sans moi"-ის შესრულების შემდეგ მოიპოვა პირველი ადგილი.

არსებობს "Where Does My Heart Beat Now"-ის ვიდეო კლიპიის სამი ვარიანტი: შავ-თეთრი გამოიცა კანადაში (1990), ფერადი შესრულება გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1990 წლის ნოემბერში. და აგრეთვე შავ-თეთრი ვერსია, რომელიც შესულია მომღერლის სპეციალურ ვიდიო გამოშვება Unison-ში (1991 წელი).

ეს სიმღერა გახდა ალბომ Unison-ის ყველაზე წარმატებული სინგლი, სწორედ ეს სიმღერა იყო სელინ დიონის პირველი ინგლისურენოვანი ჰიტი. 2008 წელს გამოიცა მომღერლის კრებული My Love: Essential Collection, რომელშიც პირველ სიმღერად სწორედ "Where Does My Heart Beat Now" შევიდა.

"Where Does My Heart Beat Now" მეოთხე პოზიცია დაიკავა ბილბორდის ცხელ ასეულში. აგრეთვე მაღალი პოზიცია დაიკავა სხვადასხვა ქვეყნის სიმღერის ჩარტებში.

1991 წლის მარტში გაერთიანებულ სამეფოში გამოიცა ეს სიმღერა. ამ სიმღერის მაქსიმალური პოზიცია, ბრიტანულ ჩარტებში 81 ადგილი იყო.

ჩარტები[რედაქტირება]

უმაღლესი პოზიცია[რედაქტირება]

ჩარტი (1990) უმაღლესი
პოზიცია
Canadian Record's Retail Singles Chart[2] 6
Canadian Record's Contemporary Hit Radio Chart[2] 23
Canadian RPM Top Singles[3] 22
Canadian RPM Adult Contemporary[4] 1
US Billboard Hot 100[5] 4
US Billboard Hot Adult Contemporary Tracks[6] 2
ჩარტი (1991) უმაღლესი
პოზიცია
Australian Singles Chart[7] 62
Belgian Singles Chart[8] 21
Dutch Singles Chart[9] 24
French Singles Chart[10] 20
Irish Singles Chart[11] 13
New Zealand Singles Chart[12] 32
Norwegian Singles Chart[13] 4
UK Singles Chart[14] 72

სქოლიო[რედაქტირება]