V-22 Osprey

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
V-22 Osprey
US Navy 080220-N-5180F-015 A Marine Corps MV-22 Osprey prepares to land aboard the amphibious assault ship USS Nassau (LHA 4).jpg
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის MV-22 ემზადება საბრძოლო გემზე USS Nassau (LHA 4) დასაჯდომად (2008 წ).
ფუნქცია V/STOL ტრანსპორტერი
წარმოება Bell Helicopter
Boeing Rotorcraft Systems
პირველი გაფრენა 19 მარტი, 1989
წარდგენა 13 ივნისი, 2007[1]
სტატუსი აქტიური
მომხმარებლები აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი,
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები
პროგრამის ღირებულება 27 მილიარდი აშშ-ის დოლარი (2008 წლის მდგომარეობით)[2]
ღირებულება 67 მილიონი დოლარი (CV-22 Flyaway-ის ღირებულება 2010 წელს)[3]
გაუმჯობესებული Bell XV-15

Bell-Boeing V-22 Ospreyამერიკული მრავალმისიური, სამხედრო, კონვერტოპლანი, თავსებადი როგორც ვერტიკალურ აფრენასა და დაჯდომასთან (VTOL), ასევე მოკლე გარბენით აფერენასა და დაჯდომასთან (STOL). იგი შექმნილია ჩვეულებრივი შვეულმფრენის ფუნქციონალური შესაძლებლობებისა და ტურბოძრავიანი თვითმფრინავის ფართო დიაპაზონის, კრეისერული მაღალი სიჩქარის გასაერთიანებლად.

დაკეცილი V-22 Osprey

V-22 Osprey-ის გააჩნია ორი მძლავრი ძრავა სამბოლოიანი მოზრდილი პროპელებით, განლაგებული ჰორიზონტალურად ფრთების ბოლოებზე. ძრავები მოძრავია და შეუძლია მიიღოს ან ვერტიკალური, ან წინ მიმართული მდგომარეობა, ხოლო ფრთები და პროპელები იკეცება თვითმფრინავის გასწვრივ, რათა ნაკლები ადგილი დაიკავოს არამუშა მდგომარეობაში.

V-22 წარმოიშვა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 1981 წელს დაწყებული JVX (Joint-service Vertical take-off/landing Experimental) პროგრამიდან. Bell Helicopter და Boeing Helicopters ჯგუფებმა მიიღეს საწარმოო კონტრაქტი 1983 წელს. ბელისა და ბოინგის ჯგუფები ერთობრივად აწარმოებდნენ თვითმფრინავს.[4] V-22-მა პირველი გაფრენა 1989 წელს განახორციელა და დაიწყო ტესტირებისა და ალტერნატიული დიზაინის ძიების ხანგრძლივი პროცესი; სამხედრო სამსახურისთვის განკუთვნილი მსოფლიოში პირველი კონვერტოპლანის აგებასთან დაკავშირებული კომპლექსურობისა და სირთულეების გადაწყვეტას წლები დასჭირდა.

V-22 Osprey flies over Lexington Park.JPG

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა პილოტების წვრთნა Osprey-სთვის 2000 წელს დაიწყო, ხოლო თვითმფრინავები 2007 წელს მიიღო. V-22 ავსებს და ფაქტობრივად ჩაანაცვლებს CH-46 Sea Knight შვეულმფრენს. Osprey-ის მეორე ოპერატორმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მიიღო თვითმფრინავის მათი ვერსიები 2009 წელს. მას მერე, რაც V-22 Osprey ჩადგა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა და საჰაერო ძალების სამსახურში, გამოყენებული იქნა იგი სამხედრო ოპერაციებში ავღანეთსა და ერაყში.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Osprey Deemed Ready for Deployment. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი, 14 ივნისი, 2007.
  2. RL31384 V-22 Osprey Tilt-Rotor Aircraft. კონგრესის კვლევათა სამსახური, 22 დეკემბერი, 2009.
  3. (თებერვალი, 2010). "FY 2011 Budget Estimates" (PDF). აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები. წაკითხვის თარიღი: 16 ივნისი, 2010
  4. V-22 Osprey Backgrounder. Boeing Defense, Space & Security (თებერვალი, 2010). წაკითხვის თარიღი: 26 მარტი, 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=V-22_Osprey&oldid=2692012“-დან