The Visitors (ალბომი)
| The Visitors | ||
| The Visitors | ||
| გამოცემის თარიღი | 30 ნოემბერი, 1981 | |
| ჩაწერის თარიღი | 16 მარტი 1981 - 14 ნოემბერი 1981 | |
| ჟანრი | პოპ მუსიკა, პოპ როკი, სინთპოპი | |
| ხანგრძლივობა | 37:39 Polar (გრამფირფიტა, 1981) 67:11 Universal Music (CD, 2005) |
|
| ლეიბლი | Polar Atlantic Records (ორიგინალური აშშ გამოცემა) |
|
| პროდიუსერი | ბენი ანდერსონი, ბიორნ ულვეუსი | |
| ქრონოლოგია: ABBA | ||
|---|---|---|
| Super Trouper 1980 |
The Visitors 1981 |
The Singles: The First Ten Years 1982 |
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
The Visitors — შვედურ ჯგუფ ABBA-ს მერვე და უკანასკნელი ალბომი. იგი პირველად გამოვიდა 1981 წელს, CD ვერსია კი 1983 წელს.
ამ ალბომით ჯგუფს უფრო განსხვავებული პოპ-მუსიკის შექმნის მცდელობა ჰქონდა.[2] პირველი სიმღერა, The Visitors, გამორჩეული სინთეზატორების ჟღერადობით და ანი-ფრიდ ლიუნგსტადის ვოკალით, მუსიკალურ სტილისტიკაში ცვლილებების შეტანის მანიშნებელი იყო. დაშლის განცდა შეიმჩნევა სიმღერაში When All is Said and Done. ალბომის მთავარი ჰიტ-სინგლია One of Us, რომელიც სასიყვარულო ისტორიის დასასრულს აღწერს. ალბომზე ასევე ნახსენებია ცივი ომი - თემა, რომელიც აქტიური იყო დისკის გამოცემის პერიოდში.
The Visitors იყო ერთ-ერთი პირველი ჩანაწერი, რომელიც ჩაწერა და მიქსი ციფრული მეთოდით ხდებოდა და ასევე პირველი მუსიკის ისტორიაში, რომელიც 1982 წელს ლეიბლზე Atlantic კომპაქტ დისკზე გამოიცა.[3] იგი შემდგომში სხვადასხვა რესტავრირებული სახით იქნა გამოცემული - 1997, 2001 და 2005 წლებში. 2012 წელს დაგეგმილია მისი მორიგი რემასტერინგის გამოცემა, რომელშიც შეტანილი იქნება დამატებითი და გამოუცემელი სიმღერები.
სიმღერების სია[რედაქტირება]
ყველა სიმღერა არის დაწერილი ანდერსონის და ულვეუსის მიერ.
- მხარე A
- The Visitors – 5:47
- Head Over Heels – 3:48
- When All is Said and Done – 3:17
- Soldiers – 4:41
- მხარე B
- I Let the Music Speak – 5:23
- One of Us – 3:57
- Two for the Price of One – 3:38
- Slipping Through My Fingers – 3:53
- Like An Angel Passing Through My Room – 3:40
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ The Visitors. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 8 January 2012.
- ↑ allmusic ((( The Visitors > Overview )))
- ↑ Philips celebrates 25th anniversary of the Compact Disc. Newscenter.philips.com (2007-08-16). წაკითხვის თარიღი: 2012-01-08.
| წინამორბედი: Chart Hits '81 - სხვადასხვა შემსრულებელი |
#1 ალბომები (ბრიტანეთი) 19 დეკემბერი 1981 – 8 იანვარი 1982 |
შემდეგი: Dare - The Human League |