აგნეტა ფელტსკუგი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგნეტა ფელტსკუგი
აგნეტა ფელტსკუგი კონცერტზე ოსლოში, 1977 წელს.
აგნეტა ფელტსკუგი კონცერტზე ოსლოში, 1977 წელს.
ბიოგრაფია
დაიბადა 5 აპრილი, 1950
წარმოშობის ადგილი იონკოპინგი, შვედეთი
ჟანრ(ებ)ი პოპ მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, პიანისტი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი პიანინო
აქტიური 1967 - 1988, 2004 - 2005
ასოციაციები ABBA
ვებ-გვერდი http://www.agnetha.net

აგნეტა ფელტსკუგი (შვედ. Agnetha Åse Fältskog; დ. 5 აპრილი, 1950, იონკოპინგი, შვედეთი) – შვედი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პოპულარული შვედური ჯგუფის, ABBAს სოლისტი.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

აგნეტა პირველი შვილი იყო ინგვერ ფელტსკუგისთვის, მისი და, მონა ფელტსკუგი 1955 წელს დაიბადა. მანამ, სანამ ჯგუფ ABBA-ს შეუერთდებოდა, იგი საკმაოდ პოპულარული მომღერალი იყო შვედეთში. მისი სიმღერები ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა და ალბომებიც კარგად იყიდებოდა. როგორც თვითონ ამბობდა ინტერვიუებში, მისი სიმღერები ძალიან რომანტიული იყო, მელოდია კი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი.

1958 წელს, რვა წლის ასაკში აგნეტამ პიანინოს გაკვეთილებზე დაიწყო სიარული.

1966 წელს, 16 წლის აგნეტა ჯგუფ „Bernt Enghardt's Orchestra“-ს სოლისტი გახდა. 1967 წელს მან დაწერა სიმღერა „Jag var så kär“ (I Was So in Love), რომელიც ნომერ პირველ ჰიტად იქცა შვედეთში. შემდეგ მას მოყვა სხვა ალმომები და ჰიტები, რომელთა უმეტეს ნაწილსაც თავად აგნეტა წერდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი გახდა შვედეთში.

1972 წელს აგნეტამ ითამაშა მარიამ მაგდალინელის როლი, შვედურ მიუზიკლში „Jesus Christ Superstar“.

[რედაქტირება] პირველი ქორწინება

1971 წლის, 6 ივლისს მან იქორწინა ბიორნ ულვეუსზე. ამ ქორწინებიდან მას ორი შვილი ჰყავს, ლინდა ელინ ულვიუსი და პეტერ კრისტენ ულვიუსი.

წყვილი დაშორდა 1978 წელს და აგნეტა სახლიდან შობის ღამეს 1978 წლის 25 დეკემბერს წავიდა. აგნეტა და ბიორნი შეთანხმდნენ, რომ მათ პირად უთანხმოებას ჯგუფისთვის ხელი არ უნდა შეეშალა.

[რედაქტირება] ABBA

1975 წელს, მას შემდეგ რაც აგნეტა ჯგუფ ABBA-ს შეუერთდა, მან გამოუშვა ახალი ალბომი შვედურ ენაზე "Elva kvinnor i ett hus" (Eleven Women in A House).

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ABBA უკვე ძალიან პოპილარული იყო შვედეთში და მთელ მსოფლიოში აგნეტას სიმღერები მაინც მოწინავე პოზიციებზე იყო სხვადასხვა მუსიკალურ ჩარტებში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აგნეტა ფელტსკუგი ყველაზე წარმატებული მომღერალი იყო ABBA-ს წევრებიდან.

[რედაქტირება] სოლო კარიერა ABBA-ს შემდეგ

1980 წლისთვის აგნეტამ გამოუშვა სამი ინგლისურ ენოვანი სოლო ალბომი, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვეს ევროპაში.

1982 წელს მან ჩაწერა დუეტი შვედ მომღერალ ტომას ლედინთან, სიმღერას ერქვა "Never Again" და იგი ხუთ საუკეთესო სიმღერათა სიაში შევიდა შვედეთში, ნორვეგიაში, ბელგიაში და სამხრეთ აფრიკაში.

[რედაქტირება] მეორე ქორწინება

1990 წლის, დეკემბერში აგნეტამ მეორედ იქორწინა ტომას სონენფელდზე.

[რედაქტირება] დისკოგრაფია

ალბომები, ფირფიტები და კომპაკტ-დისკები.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე