ორიგინალური სიმღერის რადიო ვერსიასთან ერთად, სინგლში შევიდა კანადელი მუსიკოსის, Akufen-ის რემიქსი „I Against I“ და სიმღერა შესრულებული Mos Def-თან ერთად, რომელიც მოხვდა 2002 წლის ფილმ Blade II-ის საუნდტრეკზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინგლი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ჯგუფის ისტორიაში, ის არ მოხვდა 2006 წლის სინგლების კრებულ Collected-ში.