Sleeping with the Past

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sleeping with the Past
ალბომის Sleeping with the Past ყდა
Sleeping with the Past
გამოცემის თარიღი 29 აგვისტო 1989
ჩაწერის თარიღი ნოემბერი-დეკემბერი 1988, სტუდია Puk, დანია
ჟანრი პოპ-მუსიკა, პოპ-როკი
ხანგრძლივობა 47:55
ლეიბლი MCA (აშშ/კანადა)
Rocket
პროდიუსერი კრის თომასი
ქრონოლოგია: ელტონ ჯონი
The Complete Thom Bell Sessions
(1989)
Sleeping with the Past
(1989)
To Be Continued
(1990)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 2/5 stars[1]
Chicago Tribune 2.5/4 stars[2]
Los Angeles Times 2.5/5 stars[3]

Sleeping with the Pastელტონ ჯონის 22-ე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1989 წლის 29 აგვისტოს. დანიაში (სადაც მუსიკოსი მაღალი გადასახადების გამო მასალის ჩასაწერად გადავიდა) იგი არის ელტონ ჯონის ყველაზე გაყიდვადი ალბომი. ჩანაწერი ეძღვნება ბერნი ტოპენს, მუსიკოსის დიდი ხნის შემოქმედებით პარტნიორს.

ალბომში შეტანილია ელტონ ჯონის რიგით პირველი #1 სინგლი „Sacrifice“, რომელმაც ბრიტანეთში პოპულარობა მოიპოვა და ალბომს ჩარტში #1 პოზიცია მოუტანა.

ელტონ ჯონი და ბერნი ტოპენი ალბომზე მუშაობისას ცდილობდნენ სიმღერებისთვის 1960-იანი წლებისთვის დამახასიათებელი სტილისტიკის მინიჭებას, რომელიც უფრო მათი საყვარელი შემსრულებლების, მარვინ გეის, ოტის რედინგისა და სემ კუკის შემოქმედებას ჰგავდა.

ბრიტანეთში ალბომი აგრეთვე იქცა მუსიკოსის პირველ პლატინის სტატუსის მქონე დისკად, 1983 წლის შემდეგ. აშშ-ში მას 1989 წლის ოქტომბერში ოქროს, ხოლო 1990 წლის აპრილში - პლატინის სტატუსი მიენიჭა. ალბომზე პირველად ელტონ ჯონის კარიერაში უკრავს გაი ბებილონი, რომელმაც მასთან თანამშრომლობა შემდეგი 20 წლის მანძილზე განაგრძო. ფრედ მენდელმა მუსიკოსის ბენდი მალევე დატოვა. ამ პერიოდში, 1990 წელს, მუსიკოსმა რეაბილიტაციის კურსიც გაიარა.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები - ელტონ ჯონი / ბერნი ტოპენი.

მხარე 1[რედაქტირება]

  1. Durban Deep – 5:32
  2. Healing Hands – 4:21
  3. Whispers – 5:30
  4. Club at the End of the Street – 4:49
  5. Sleeping with the Past – 4:58

მხარე 2[რედაქტირება]

  1. Stones Throw From Hurtin' – 4:55
  2. Sacrifice – 5:11
  3. I Never Knew Her Name – 3:32
  4. Amazes Me – 4:39
  5. Blue Avenue – 4:21

დამატებითი სიმღერები (1999 წლის Polygram International-ის გამოცემა)[რედაქტირება]

  1. Dancing in the End Zone – 3:55
  2. Love Is a Cannibal – 3:55

1998 წლის გამოცემაში „Durban Deep“-ის ვერსიაში შეტანილია ვოკალის განსხვავებული მიქსი და იგი ალბომის ვერსიასზე უფრო ვრცელია (ფინალი 10 წამით უფრო ხანგრძივია).

B-გვერდები[რედაქტირება]

სიმღერა ფორმატი
Sad Songs (Say So Much) (ჩაწერილია ცოცხლად ვერონაში) Healing Hands CD (ბრიტანეთი)
Dancing in the End Zone Healing Hands 12"/CD (UK), 7" (აშშ/ბრიტანეთი)
Love Is a Cannibal Sacrifice 12"/CD (UK), 7" (აშშ/ბრიტანეთი)
Give Peace a Chance Club at the End of the Street 7"/12"/CD (ბრიტანეთი)
I Don't Wanna Go on with You Like That (ჩაწერილია ცოცხლად ვერონაში) Club at the End of the Street 12"/CD (ბრიტანეთი)
Healing Hands (Shep Pettibone Remix aka The Healing Hands Mix) Healing Hands 12" (ბრიტანეთი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Ruhlmann, William. Sleeping with the Past საიტზე Allmusic
  2. Caro, Mark (1989-11-30). Elton John Sleeping with the Past (MCA). chicagotribune.com. Chicago Tribune. წაკითხვის თარიღი: 2011-10-20.
  3. Boehm, Mike (1989-08-27). ELTON JOHN "Sleeping With the Past." MCA. articles.latimes.com. Los Angeles Times. წაკითხვის თარიღი: 2011-09-18.