Skylarking

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Skylarking
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 27 ოქტომბერი, 1986 (1986-10-27)
ჩაიწერა 1986
სტუდია Utopia Sound Studios (ვუდსტოკი, ნიუ-იორკი); The Sound Hole Studios (სან-ფრანცისკო)
ჟანრი
ხანგრძლივობა 45:47
ლეიბლი
პროდიუსერი ტოდ რანდგრენი
XTC — ქრონოლოგია
25 O'Clock
(1985)
Skylarking
(1986)
Psonic Psunspot
(1987)
სინგლები ალბომიდან Skylarking
  1. „Grass / Dear God“
    გამოცემის თარიღი: 16 აგვისტო 1986
  2. „The Meeting Place / The Man Who Sailed Around His Soul“
    გამოცემის თარიღი: 2 თებერვალი 1987
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[2]
Chicago Tribune4/4 stars[6]
Encyclopedia of Popular Music5/5 stars[7]
Mojo5/5 stars[8]
Q4/5 stars[9]
Record Collector5/5 stars[10]
The Rolling Stone Album Guide5/5 stars[11]
Uncut9/10[12]
The Village VoiceA−[13]

Skylarking — ინგლისური როკ-ჯგუფ XTC-ის მეცხრე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1986 წლის 27 ოქტომბერს. ჩაწერილი ამერიკელი მუსიკოს ტოდ რანდგრენის პროდიუსერობით, იგი არის ნაწილობრივ კონცეპტუალური ალბომი, რომლის თემების ცხოვრების ციკლები – სეზონები, დღეები და წლები.[14] სახელწოდებას ორმაგი მნიშვნელობა აქვს – იგი დაკავშირებულია ტოროლას ინგლისურ დასახელებასთან და სამეფო ფლოტის ტერმინთან „skylarking“, რაც ნიშნავს „სილულელის კეთებას“.[15] Skylarking მოგვიანებით იქცა ჯგუფის ყველაზე ცნობილ ალბომად[16] და ითვლება მის საუკეთესო ნამუშევრად.[17]

ალბომის მუსიკალური სტილისტიკა სცდება მანამდე ჯგუფისთვის დამახასიათებელ პოსტ-პანკის და ახალი ტალღის ფარგლებს[4]. ისევე, როგორც წინა დისკი, 25 O'Clock (1985), Skylarking შეიქმნა 1960-იანების ფსიქოდელიური პერიოდის შთაგონებით.[18] ჩაწერა ძირითადად მიმდინარეობდა რანდგრენის Utopia Sound-ში (ვუდსტოკი, ნიუ-იორკი). თავად ტოდმა დიდი როლი შეასრულა როგორც ალბომის ხმის დიზაინის, ასევე დასარტყმელი საკრავების პროგრამირების კუთხით, შეიტანა რა ნამუშევარში სიმებიანი და თითბერიანი არანჟირებები, ისევე, როგორც სხვა ინსტრუმენტების ელემენტები. მიუხედავად ყველაფრისა, ალბომის ჩაწერის სესიებს ახლდა დაძაბულობა, განსაკუთრებით რანდგრენს და ენდი პარტრიჯს, ჯგუფის ლიდერს შორის. აგრეთვე არსებობდა მრავალი უთანხმოება დასარტყმელი საკრავების პარტიების, სიმღერების შერჩევის და სხვა საკითხების შესახებ. რანდგრენი და მისი წარმომადგენლები დაადანაშაულეს ალბომის ხმის პოლარიზაციის შეცდომით მასტერინგში, რის გამოც საბოლოო მიქსი, მუსიკოსების აზრით, „სუსტი“ გამოვიდა. მხოლოდ 2010 წელს გამოვიდა ალბომის რემასტერი, რომელშიც პოლარიზება გასწორდა.

გამოსვლისთანავე Skylarking ბრიტანეთში წარუმატებელი იყო და მხოლოდ #90 პოზიციაზე მოხვდა. აშშ-ში იგი კოლეჯების რადიოს ჰიტად იქცა, მიაღწია #70 პოზიციამდე და გაიყიდა დაახლოებით 250 000 ასლის სახით.[19] ბრიტანეთში #100 პოზიციაზე მოხვდა მისი ორივე სინგლი – „Grass“ (b-მხარეზე „Dear God“-თან ერთად) და „The Meeting Place“. ალბომის ადრეულ ასლებში „Dear God“ არ იყო შეტანილი.[20] მას შემდეგ, რაც ამერიკელ დიჯეებს შორის სიმღერამ პოპულარობა შეიძინა, აშშ-ში მისმა თემამ სკანდალი გამოიწვია. რადიოეთერში ისმოდა ზარები, ხოლო პიროვნებები, რომლებიც რეკავდნენ, იმუქრებოდნენ სადგურის აფეთქებით.[21] Skylarking მოხვდა „როლინგ სტოუნის“ „1980-იანი წლების 100 უდიდესი ალბომის სიაში“, 1989 წელს[14] და Pitchfork-ის მსგავს სიაში, 2002 წელს.[22]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ენდი პარტრიჯი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Summer's Cauldron“ 3:19
2.„Grass“კოლინ მოლდინგი3:05
3.„The Meeting Place“მოლდინგი3:14
4.„That's Really Super, Supergirl“ 3:21
5.„Ballet for a Rainy Day“ 2:50
6.„1000 Umbrellas“ 3:44
7.„Season Cycle“ 3:21
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Earn Enough for Us“ 2:54
2.„Big Day“მოლდინგი3:32
3.„Another Satellite“ 4:15
4.„Mermaid Smiled“ (ამოღებული იყო მას შემდეგ, რაც ალბომი ხელახლა გამოიცა „Dear God“-ით; კვლავ მოხვდა 2001 წლის გამოცემაში) 2:26
5.„The Man Who Sailed Around His Soul“ 3:24
6.„Dear God“ (არ იყო შეტანილი პირველ გამოცემებში) 3:34
7.„Dying“მოლდინგი2:31
8.„Sacrificial Bonfire“მოლდინგი3:49

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პოლოკი, ბრიუს (2011). If You Like the Beatles ...: Here Are Over 200 Bands, Films, Records and Other Oddities That You Will Love. Backbeat Books, გვ. 198. ISBN 978-1-61713-070-0. 
  2. 2.0 2.1 ერლეუაინი, სტივენ თომას. Skylarking – XTC. AllMusic. ციტირების თარიღი: 18 ივნისი 2011.
  3. 3.0 3.1 ჯექსონი, ჯოშ. The 50 Best New Wave Albums.
  4. 4.0 4.1 4.2 მენდელსონი, ჯეისონ; კლინგერი, ერიკ. XTC's 'Skylarking' (აპრილი 24, 2015).
  5. ტანენბაუმი, რობ (26 მარტი 1987). „XTC: Skylarking. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 18 ივნისი 2011.
  6. კოტი, გრეგ (3 მაისი 1992). „The XTC Legacy: An Appraisal“. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: 22 ივნისი 2016.
  7. ლარკინი, კოლინ (2011). The Encyclopedia of Popular Music, მეხუთე, Omnibus Press. ISBN 0-85712-595-8. 
  8. ჰარისონი, იენ (იანვარი 2017). „XTC: Skylarking“. Mojo (278): 115.
  9. სატკლიფი, ფილ. „XTC: Skylarking. Q. ციტირების თარიღი: 18 ივნისი 2011.
  10. რეთბოუნი, ორეგანო (25 დეკემბერი 2016). „XTC – Skylarking. Record Collector (461). ციტირების თარიღი: 26 მარტი 2017.
  11. ფრერ-ჯოუნსი, საშა (2004). „XTC“, The New Rolling Stone Album Guide. Simon & Schuster, გვ. 890–92. ISBN 0-7432-0169-8. 
  12. უირთი, ჯიმ (18 ივნისი 2014). „XTC – Skylarking. Uncut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-14. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი 2016.
  13. კრისტგოუ, რობერტ (24 თებერვალი 1987). „Christgau's Consumer Guide“. The Village Voice. ციტირების თარიღი: 18 ივნისი 2011.
  14. 14.0 14.1 „100 Best Albums of the Eighties“. Rolling Stone. ნოემბერი 16, 1989. დახრილი (კურსივი) ან მუქი ტექსტი არ არის დაშვებული |magazine=-ში (დახმარება)
  15. პატრიჯი & ბერნჰარდტი 2016.
  16. დალენი, კრის. Andy Partridge - Fuzzy Warbles Collector’s Album (იანვარი 19, 2007).
  17. ზალესკი, ენი. 30 Years Ago: XTC Finds Pop Perfection with 'Skylarking' (27 ოქტომბერი 2016).
  18. გიბრონი, ბილ. Parcels from a Patchouli Past An Interview with Andrew Partridge (14 თებერვალი 2010).
  19. მაიერსი 2010, p. 270.
  20. ნელსონი, ტერი. TRIBUTE: Celebrating 30 Years of XTC's 'Skylarking' (ოქტომბერი 26, 2016).
  21. Pareles, Jon (15 ივლისი 1987). „The Pop Life“. The New York Times.
  22. Staff Lists: Top 100 Albums of the 1980s. Pitchfork Media (20 ნოემბერი 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 9 ივლისი 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Skylarking&oldid=4590638“-დან