Samsung Galaxy Note II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Samsung Note II
Galaxy Note II logo.svg
მწარმოებელი Samsung Electronics
სიხშირეთა
დიაპაზონი

GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 UMTS (3G) 900/1700/1900/2100 HSPA+ სიჩქარე 21,6 მბიტ/წ-მდე

HSUPA სიჩქარე 5,76 მბიტ/წ-მდე
საოპერაციო სისტემა Android 4.1.2 (Jelly Bean)
კორპუსის ტიპი ფაბლეტი
მასა 180 გ.
ზომა 151, 1x80, 6x21 9,4 სმ³
ფოტოკამერა 8 მეგაპიქსელი
ინტერფეისები TouchWiz 5.0

Samsung Galaxy Note II — კომპანია სამსუნგის მობილური ტელეფონი, რომელიც თავის თავში პლანშეტური კომპიუტერისა და კომუნიკატორის თვისებებს აერთიანებს და ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. სხვა კომუნიკატორებისგან გამოირჩევა დიდი ეკრანით (5,55 დუიმი ანუ 151 მმ) და S Pen-ით, რომელთაც სპეციალური პროგრამული უზრუნვლყოფა ესაჭიროება. აპარატი Samsung Galaxy Note-ის პირდაპირი მემკვიდრეა. აღჭურვილია Samsung Exynos 4412-ის ოთხბირთვიანი პროცესორით და 1600 მგც ტაქტური სიხშირით. ეკრანის გადაწყვეტაა 1280×720; ტელეფონს აქვს 2 გბ ოპერატიული მეხსიერება, 8-მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც შეუძლია Full HD 1080p ვიდეოგადაღება; წინა კამერა კი 2-მეგაპიქსელიანია და ვიდეოზარებისთვის არის განკუთვნილი.

სმარტფონი გაყიდვაში გამოვიდა და თავიდანვე ОС Android 4.1.1 Jelly Bean-ის თანამედროვე ვერსიით მუშაობს, ხოლო ინტერფეისის სახით გამოიყენება TouchWiz-ის საფირმო გარსი.

ისტორია[რედაქტირება]

Galaxy Note II 2012 წლის 20 აგვისტოს წარმოადგინეს გამოფენაზე IFA 2012, ხოლო გაყიდვაში იმავე წლის ოქტომბრის დამდეგს გაუშვეს. გაყიდვიდან 37 დღეში უკვე 3 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული, ორი თვის თავზე კი გაყიდვების რაოდენობამ 5 მლნ-ს მიაღწია.

მახასიათებლები[რედაქტირება]

Galaxy Note II აღჭურვილია 5,55 დუიმიანი ეკრანით HD Super AMOLED S-Stripe RGB, 1280×720 გარჩევადობით; Exynos-ის 1,6 გგც ოთხბირთვიანი პროცესორით; 2 გბ ოპერატიული მეხსიერებით; ორი კამერით: 8-მეგაპიქსელიანი მთავარი და 2-მეგაპიქსელიანი წინა კამერით. აკუმულატორის მოცულობა კი 3100 მА·სთ-ია. ეს მოწყობილობა შედარებით თხელია თავის წინამორბედზე (9,4 მმ წინააღმდეგ 9,7), თუმცა 2 გრამით მძიმეა. მოდელიდან გამომდინარე სარგებლობს HSPA+ 21 Mbps-ის, ანდაც 4G LTE(42.2 Mbit/s DC-HSPA+)-ის მხარდაჭერით. Wi-Fi на Galaxy Note II-ის მუშაობის უნარი უზრუნველწყოფილია Broadcom BCM4334-ის ჩიპსეტით, რომელიც მხარდაჭერილია IEEE 802-ით 11 a/b/g/n Wi-Fi 2.4 გგც--ით და 5 გგც dual-band მაქსიმალური სისწრაფით 150 Mbps. გარდა ამისა, ჩაყენებულია Bluetooth ვერსიის 4.0 მოდული HS-ის მხარდაჭერით, ასევე FM რადიო.

Galaxy Note II იყიდება 16, 32 ანდაც 64 გბ ფლეშ-მეხსიერებით, თუმცა ექვემდებარება დამატებით 64 გბ-ით გაფართოაბას microSD-ის ბარათის გამოყენებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]