ფაბლეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაბლეტი

ფაბლეტი (ინგლ. phablet < ინგლ. PHone + tABLET; ასევე ფლანშეტი) — მობილური მოწყობილობების კლასი, რომლის ეკრანის დიაგონალი მონაცვლეობს 5-დან 7 დუიმამდე, ხოლო თავად ეკრანი აუცილებლად სენსორულია. ფაბლეტი თავის თავში აერთიანებს სმარტფონისა და მინი პლანშეტური კომპიუტერის მახასიათებლებს.

ფაბლეტის ერთ-ერთი განმასხვავებელი დეტალია სტილუსის გამოყენის საშუალება.

დასახელების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა „ფაბლეტი“ (phablet) წარმოდგება ინგლისური სიტყვების „phone“ (“ტელეფონი“) და „tablet“ („პლანშეტი“) შერწყმის შედეგად. პირველად ეს სიტყვათშეთანხმება ქსელ Engadget-სა და ჟურნალ Forbes-ში გამოიყენეს.

აღმოსავლეთევროპულ პრესაში ფაბლეტის პარალელურად გამოიყენება დასახელება „სმარტშეტი“ და „პლაფონი“, აქედან სმარტშეტი სმარტფონისა და პლანშეტის შეერთების შედეგად არის მიღებული.

2011 წლის 26 ოქტომბერს სამხრეთკორეულმა კომპანია LG Electronics-მა განაცხადი შეიტანა სიტყვა „Phablet“-ის რეგისტრაციაზე, დამოუკიდებელ სავაჭრო მარკად გამოყენების მიზნით, 2013 წლის თებერვალში კი დადებითი პასუხი მიიღო.

მოწყობილობის მაგალითები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ფალეტი Dell Streak იყო, რომელიც 2010 წლის 4 ივნისს იქნა წარმოდგენილი.

სხვა მოწყობილობები:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]