Room Service — შვედურიპოპ-როკ დუეტ როქსეტის მეშვიდე სტუდიური ალბომი, გამოსული 2001 წლის 2 აპრილს. იგი მხოლოდ ევროპაში გამოიცა და აშშ-ში არ გამოსულა. ალბომი შვედეთის ჩარტის სათავეში მოექცა, გერმანიაში #3 იყო, შვეიცარიაში - #2, მაგრამ ბრიტანეთში მხოლოდ #120 პოზიცია დაიკავა. შვედეთში ალბომიდან გამოცემული ყველა სინგლი („The Centre of the Heart“, „Real Sugar“, „Milk and Toast and Honey“) საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა მხოლოდ პირველი მოხვდა ჩარტის #1 პოზიციაზე. ბრიტანეთში სინგლის სახით მხოლოდ „Milk and Toast and Honey“ გამოვიდა, მაგრამ ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა.