Have a Nice Day (როქსეტის ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Have a Nice Day
სტუდიური ალბომი - როქსეტი
გამოცემის თარიღი 9 მარტი, 1999
ჩაწერის თარიღი იანვარი-ოქტომბერი, 1998
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 55:31
ლეიბლი EMI
პროდიუსერი კლარენს ოფვერმანი
როქსეტი - ქრონოლოგია
Baladas En Español
(1996)
Have a Nice Day
(1999)
Room Service
(2001)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3/5 stars[1]
NA 3/5 stars[2]
NME 7/10 stars[3]

Have a Nice Day — ჯგუფ როქსეტის სტუდიური ალბომი, გამოსული 1999 წლის მარტში. ეს იყო დუეტი პირველი სტუდიური დისკი, 4 წლიანი პაუზის შემდეგ. იგი არ გამოცემულა შტატებში, რადგან მათ არც ერთ ადგილობრივ ხმისჩამწერ ლეიბლთან შეთანხმები არ ჰქონიათ.

ესპანურენოვან ქვეყნებში ალბომის გამოცემებს დაემატა სიმღერების Wish I Could Fly, Anyone და Salvation ვერსიები შესაბამის ენაზე. ალბომის ამავე ვერსიებში გარეკანის ფერები ოდნავ შეცვლილი იყო.

სხვადასხვა ქვეყანაში დისკის გარეკანზე არ იყო გამოსახული შიშველი ბავშვები, ცენზურის გამო.

ალბომი წარმატებული იყო ევროპის მრავალ ქვეყანაში და დაიკავა გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიისა და შვედეთის ჩარტების პირველი ადგილები. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთში ის მხოლოდ #28 ადგილზე მოხვდა.

დისკიდან გამოიცა ოთხი სინგლი. პირველი იყო Wish I Could Fly, რომელიც ბრიტანეთში სინგლების ჩარტის #11 ადგილს მიაღწია. მეორე სინგლი იყო Anyone. მან წარმატება არ იქონია, მიუხედავად სკანდალური მუსიკალური ვიდეოს, სადაც ვოკალისტი მარი ფრედრიკსონი თავს იკლავს. ევროპაში MTV ამ კლიპის ეთერში გადაცემაზე უარს ამბობდა.

მესამე სინგლი იყო Stars. იგი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, თავისი საცეკვაო რითმის გამო. Salvation, უკანასკნელი სინგლი თითქმის არსად ყოფილა წარმატებული.

სიმღერა It Will Take A Long Long Time შეტანილი იქნა ფილმში გაქცეული პატარძალი (ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის მონაწილეობით), მაგრამ არ მოხვდა ოფიციალურად გამოცემულ საუნდტრეკზე.

Have A Nice Day იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელზეც მარი ფრედრიკსონი სიმღერის ერთადერთი ავტორი იყო (Waiting for the Rain).

2000 წლის მსოფლიო მუსიკის დაჯილდოების ცერემონიაზე როქსეტმა მიიღო 'ყველაზე გაყიდვადი სკანდინავიური ჯგუფის' სტატუსი. ცერემონიაზე როქსეტმა შეასრულა Wish I Could Fly.

სიმღერების სია[რედაქტირება]

კომპაქტ დისკი

ყველა სიმღერის ავტორი — პერ გესლე, გარდა მითითებულისა. ესპანურენოვანი ტექსტები - ლუის გომეზ ესკოლარი. 

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Crush On You   3:36
2. Wish I Could Fly   4:40
3. You Can't Put Your Arms Around What's Already Gone   3:31
4. Waiting for the Rain (მარი ფრედრიკსონი) 3:38
5. Anyone   4:32
6. It Will Take a Long Long Time   4:04
7. 7Twenty7   3:53
8. I Was So Lucky   4:18
9. Stars   3:56
10. Salvation   4:38
11. Pay the Price   3:48
12. Cooper   4:17
13. Staring at the Ground   2:59
14. Beautiful Things (ფრედრიკსონი/გესლე) 3:49
სრული ხანგრძლივობა:
55:41

სინგლები[რედაქტირება]

  • Wish I Could Fly
    1. Wish I Could Fly
    2. Happy Together
    3. Wish I Could Fly (დემო, ნოემბერი 1997)
  • Anyone
    1. Anyone
    2. Anyone (T&A დემო, ივლისი 29, 1998)
    3. Cooper (Closer to God)
    4. You Don't Understand Me (ები როუდის ვერსია, 15 ნოემბერი, 1995)
    5. Wish I Could Fly (ვიდეო)
  • Stars
    1. Stars (Almighty სინგლის ვერსია)
    2. Better Off on Her Own
    3. I Was So Lucky (T&A დემო)
    4. 7Twenty7 (T&A დემო)
    5. Stars
    6. Anyone (ვიდეო)
  • Salvation
    1. Salvation (სინგლის ვერსია)
    2. See Me
    3. Crazy About You (Crash! Boom! Bang! -ის ვერსია)
    4. Stars (ვიდეო)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]