Ray-Ban

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ray-Ban
Ray-Ban logo.svg
დაფუძნდა: 1937
დამაარსებელი: ლესტერ ბელისარიო
მდებარეობა: მილანი, იტალიის დროშა იტალია.
ადრე როჩესტერი, ნიუ-იორკი, აშშ-ის დროშა აშშ
მფლობელი: Luxottica
პროდუქცია: სათვალე
საიტი: www.ray-ban.com

Ray-Ban — მზის დამცავი სათვალეების ამერიკული ბრენდი. დაარსდა და პირველი მოდელი გამოუშვა 1937 წელს. მას ერქვა Aviator-ი და განკუთვნილი იყო აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტებისთვის.

1930 და 1940 წლების მანძილზე Ray-Ban-ი თანამშრომლობდა აშშ-ის თავდაცვის კომპლექსთან და თავის პროდუქციას აწვდიდა როგორც ამუნიციას სამხედროებისთვის. ომისშემდგომ ათწლეულში Ray-Ban-ი უშვებს ახალ მოდელს — Wayfarer-ს.

თავდაპირველად ბრენდი Ray-Ban-ი კომპანია Bausch & Lomb-ის საკუთრება იყო. ხოლო 1999 წელს სავაჭრო მარკა შეიძინა Luxottica Group-მა 1,2 მილიარდ დოლარად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Ray-Ban&oldid=2626745“-დან