On Melancholy Hill

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„On Melancholy Hill“
On Melancholy Hill ყდა
სინგლი, შემსრულებელი - Gorillaz
ალბომიდან Plastic Beach
გამოსვლის თარიღი 26 ივლისი 2010
ჩაიწერა 2009
ჟანრი პოპ-მუსიკა
ხანგრძლივობა 3:53 (ალბომის ვერსია)
2:58 (რადიო ვერსია)
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი Gorillaz
Gorillaz - სინგლების ქრონოლოგია
Stylo
(2010)
On Melancholy Hill
(2010)
Superfast Jellyfish
(2010)

On Melancholy Hill - მეორე სინგლი ჯგუფ Gorillaz-ის მესამე სტუდიური ალბომიდან Plastic Beach.

ჯგუფის ვირტუალური წევრის მერდოკ ნიკელსის ინფორმაციით, ეს სიმღერა ეძღვნება ადგილს, რომელიც შენს გულში ხოლმე ჩნდება. სასიამოვნოა ალბომში ხოლმე მსუბუქი სიმღერის წარმოდგენა. კარგია, როდესაც ყველა ალბომზე ერთი პოპ-სიმღერა მაინც არის.

დეიმონ ოლბარნთან და ჯეიმი ჰიულეტთან ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ On Melancholy Hill იქნებოდა მეორე სინგლი, ნაცვლად უკვე დაპირებული დისკისა Superfast Jellyfish. სინგლი ოფიციალურად გამოდის 26 ივლისს, მაგრამ მუსიკალური ვიდეო გამოვიდა 1 თვით ადრე.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეო გამოვიდა 2010 წლის 15 ივნისს.

სიუჟეტი[რედაქტირება]

კლიპის სიუჟეტის მიხედვით ჯგუფის წევრი ნუდლი მოგზაურობს ტიტანიკის მსგავს გემზე. იგი გამორბის თავისი ოთახიდან და ავტომატის ჯერს უშვებს იმ თვითმფრინავების მისამართით, რომლებიც გემს თავს ესხმიან. ერთ-ერთი ასეთი გემს ძირავს, ნუდლი კი პატარა ნავით თავს გადაირჩენს. მოგვიანებით წყლიდან ჩნდება ჯგუფის წევრ რასელ ჰობსის გიგანტური ფიგურა და ნუდლის ნავი მის თავზე აღმოჩნდება.

კლიპის დარჩენილი ნაწილი ეთმობა მერდოკის, 2-D-ს და კიბორგ ნუდლის (ნუდლის სხვა ვარიანტის) მოგზაურობას ოკეანის სიღრმეებში. მათ ასევე თან ახლავთ დიდი ნაწილი იმ მუსიკოსებისა, რომლებმაც ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს (სნუპ დოგი, De La Soul, გრაფ რისი და სხვები). ისინი ამოყვინთავენ წყლის ზედაპირზე, სადაც დიდ პლატოზე ზის ბუგიმენი. კიბორგი ნუდლი ესვრის მას, ბუგიმენი კი ასწრებს წყალში მიმავალვას. ნისლი იფანტება და ჩნდება პლასტიკური სანაპირო.

სხვადასხვა დროს კადრში ჩნდებიან შემდეგი პერსონაჟები:

  • 0:12 ნუდლი
  • 1:18 მერდოკი
  • 1:22 2-D
  • 1:23 კიბორგი ნუდლი
  • 2:03 ლუ რიდი
  • 2:07 გრაფ რისი
  • 2:11 სნუპ დოგი
  • 2:17 მიკ ჯონსი და პოლ საიმონონი
  • 2:33 რვაფეხა (სიმღერიდან Superfast Jellyfish)
  • 2:45 De La Soul
  • 3:16 რასელი
  • 3:39 ბუგიმენი

სიმღერები[რედაქტირება]

  • პრომო დისკი:
  1. On Melancholy Hill (რადიო ვერსია) - 2:58
  2. On Melancholy Hill (ალბომის ვერსია) - 3:53
  3. On Melancholy Hill (ინსტრუმენტული) - 3:53
  • პრომო დისკი (რემიქსები)
  1. On Melancholy Hill (ჯოშ უინკის რემიქსი) - 5:04
  2. On Melancholy Hill (ჯოშ უინკის დაბ მიქსი) - 7:41
  3. On Melancholy Hill (The Japanese Popstars რემიქსი) - 8:29
  4. On Melancholy Hill (She is Danger რემიქსი) - 4:19
  5. On Melancholy Hill (We Have Band რემიქსი) - 5:14
  • iTunes ციფრული ვერსია
  1. On Melancholy Hill (რადიო ვერსია) - 2:58
  2. On Melancholy Hill (Japanese Popstars რემიქსი) - 8:29
  3. On Melancholy Hill (She Is Danger რემიქსი) - 4:19
  4. Stylo (Labrinth რემიქსი, ტინი ტემპას მონაწილეობით) - 4:15
  5. On Melancholy Hill (ვიდეო) - 4:27
  6. On Melancholy Hill (მეორე ვერსია)
  7. Welcome to the World of the Plastic Beach (ცოცხალი გამოსვლის ვიზუალური მხარე) - 3:40