NetBSD

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
NetBSD
ოპერაციული სისტემის სახეობა იუნიქსისნაირი
პროექტის სტატუსი აქტიური
პროგრამული კოდი ღია და თავისუფალი კოდი
ბოლო სტაბილური ვერსია 6.0.1 (26.12.2012)
მხარდაჭერილი მიკროპროცესორები (57 პლატფორმა) Alpha, ARM, PA-RISC, 68k, MIPS, PowerPC, SH3, SPARC, VAX, IA-32 და x86-64
ბირთვის სახეობა მონოლითიური
ლიცენზია BSD License
ვებ-გვერდი http://www.netbsd.org

NetBSD ("ნეტ ბი-ეს-დი") — იუნიქსისნაირი ოპერაციული სისტემა რომელიც გამოირჩევა თავისი პორტატიულობით სხვადასხვა სახეობის კომპიუტერულ პლატმორმებზე (მაკინტოში, ატარი, ამიგა...), არის ღია კოდიანი და შეუზღუდავი. იგი წარმოადგენს იუნიქსის BSD-ს ჯგუფს რახან მისი კოდის გარკვეული ნაწილი მოდის 386BSD და Net/2-იდან (4.3BSD-Lite).

შესავალი[რედაქტირება]

NetBSD დაყრდნობილია შეუზღუდავ კოდზე და პროგრამებზე, უმეტესი კომპონენტები BSD ლიცენზიით არიან გამოქვეყნებული. იგი არის პორტატირებული ორმოცდაათზე მეტ არქიტექტურაზე რაც წარმოადგენს რეკორდს ოპერაციული სისტემების სფეროში. სისტემის პორტატიულობა არის NetBSD-ის პროექტის მიზანი რასაც აჟღერს მისი დევიზი "რათქმაუნდა იგი მუშაობს NetBSD-ით" (ინგლისურიდან, "Of course it runs NetBSD"). კურიოზული შემთხვევაა რომ იგი ერთ-ერთი ხმელი პურის გამოსაცხობ მოწყობილობაზეც მუშაობს.

სხვა ასპექტი რომელსაც NetBSD-ის პროექტი უფრთხილდება არის კოდის დონე. NetBSD-ის პროგრამისტებს ურჩევნიათ გააზრებული კონცეფტების გამოყენება ვიდრე ჩქარად, თუნდაც ფუნქციონერებდეს, ნაპოვნი იდეები.

ხშირად არის ნახსენები: « სწორი გადაწყვეტილებები, არა ხრიკები » (ინგლისურად "Solutions, not hacks").

როგორც სხვადასხვა BSD-ებს შეეფერებათ, NetBSD-ის პროექტი ცენტრალიზებულია. ლინუქსის დისტრიბუტივებისგან განსხვავებით რომლებიც იყენებენ ლინუქსის ბირთვს და აგროვებენ პროგრამებს სხვადასხვა პროექტებიდან (მაგალითად, NetBSD-ის თავისივე ls ბრძანება მოყვება). ესეთი მიდგომა აღიქმება როგორც კათედრალური, ბაზარულისგან განსხვავებით.

NetBSD-ი ორიენტირებულია ისეთი მოხმარებისთვის რომელიც ხელს უწყობს ეფექტურობას და არა ინტუიციას. შესაბამისად უფრო მოსახერხებელია გამოცდილი მომხმარებლებისთვის, როგორიც არიან ადმინისტრატორები და პროგრამისტები.

ყოველივე ბირთვის ინტერფეისი და აგრეთვე დრაივერი დოკუმენტირებულია man გვერდების მეშვეობით, და არა გაფანტულ ტექსტ ფაილებში.

NetBSD-ის შეუძლია ძველი პროგრამების გაშვება, მაგალითად თუ ბირთვში არჩევანი COMPAT_09 აქტიურია, სისტემას შეეძლება 1993 წელში დამზადებული (კომპილირებული) პროგრამის გამოყენება.

პროექტის ორგანიზება[რედაქტირება]

პროექტი NetBSD-ის წამყვანი არის ორგანიზაცია NetBSD-ის ფონდი (NetBSD foundation). არაკომერციული ასოციაცია, რომლის წევრები არიან პროგრამისტები. NetBSD-ის კოდის მიღება შესაძლებელია ინტერნეტიდან CVS საშუალებით, ამჟამად cvsweb ინტერფეისით [1]. პროექტს რომ შეუერთდეს პროგრამისტმა უნდა ხელი მოაწეროს სალიცენზიო შეთანხმებას, NetBSD-ის ფონდის წევრების რაოდენობა აღებატება 300 პროგრამისტს 2006 წელს.

ისტორია[რედაქტირება]

NetBSD პროექტი დააფუძნა კრის დემეტრიუმ, თეო დე რაადტმა, ადამ გლასმა და ჩარლზ ჰანუმმა 1993 წლის მარტში. პროექტი დაასრდა საპასუხოდ განვითარების სტაგნაციისა და რახან პატჩების განხორციელება 386BSD პროექტისთვის შეუძლებელი გახდა.

1995 წელს, პოლემიკის გამო თეო დე რაადტი დაშორდა NetBSD-ის პროექტს და წამოიწყო პროექტი OpenBSD რომელიც დიდწილად დაფუძნებულია NetBSD-ის კოდზე.

პორტატიულობა[რედაქტირება]

ნებისმიერი დაყენებული NetBSD სისტემიდან შესაძლებელია იგივე make ბრძანებით მთელი სისტემის კომპილირება ნებისმიერი არქიტექტურისთვის, მნიშვნელობა არა აქვს თუ გამიზნული კომპიუტერის არქიტექტურა განსხვავდება. აგრეთვე შესაძლოა მთლიანი NetBSD-ის კომპილირება FreeBSD-იდან ან ლინუქსიდან.

შესაძლებელია Intel i386 სისტემიდან ბირთვის ადვილად დაკომპილირება PowerPC-ისთვის, Alpha-სთვის, MIPS-ისთვის. კროს-კომპილაციის პლატფორმა (ასევე ცნობილი, როგორც build.sh) ჩატვირთვისას თავად ადგენს ყოველივე საჭირო პარამეტრს. ეს ხდის NetBSD სისტემას კარგ არჩევნად განვითარებადი ჩანერგილი სისტემებისთვის(მარშრუტიზატორები (როუტერი), ფაიერვოლი, IP კამერები და კიდევ მოცეკვავე რობოტი და ტოსტერი).

სქოლიო[რედაქტირება]

  1. CVSWeb de NetBSD

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=NetBSD&oldid=2733519“-დან