pkgsrc
pkgsrc (ინგლ. package source) არის პაკეტების სამართავი სისტემა იუნიქსისნაირი ოპერაციული სისტემებისთვის. იგი არის FreeBSD ports collection-ის განსხვავებული ვერსია რომელზეც მუშაობა დაიწყო 1997 წელს რომ NetBSD-ის ჰქონოდა პაკეტების სამართავი სისტემა. ამის შემდეგ ეს პროექტი ცალკე განხორციელდა: 1999 წელს, დაემატა Solaris მხარდაჭერა, შემდეგ სხვა ოპერაციული სისტემები მოჰყვნენ. იგი არის აგრეთვე პაკეტების მართავი სისტემა DragonFly-სთვის DragonFly 1.4 ვერსიიდან[1]. ზოგიერთი ლინუქსის დისტრიბუტივიც იყენებს pkgsrc-ს.
pkgsrc-ს გამოყენება შეიძლება ბრძანებების მეშვეობით, პროგრამების დასაყენებლად, გადასაყენებლად და სხვა ან პროგრამების კომპილირება წყარო კოდიდან.
pkgsrc-სთვის არსებობს 10000-ზე მეტი პროგრამა (11000-ზე მეტი work-in-progress პაკეტების ჩათვლით, ეს არა ოფიციალური პაკეტებია) და მოიცავს თავისუფალ პოპულარულ პროგრამებს.
| პლატფორმა | მხარდაჭერის თარიღი |
|---|---|
| NetBSD | 1997 წლის აგვისტო |
| Solaris | 1999 წლის აგვისტო |
| Linux | 1999 წლის ივნისი |
| Darwin და Mac OS X | 2001 წლის ოქტომბერი |
| FreeBSD | 2002 წლის ნოემბერი |
| OpenBSD | 2002 წლის ნოემბერი |
| IRIX | 2002 წლის დეკემბერი |
| BSD/OS | 2003 წლის დეკემბერი |
| AIX | 2003 წლის დეკემბერი |
| Interix (Microsoft Windows Services for Unix) | 2004 წლის მარტი |
| DragonFlyBSD | 2004 წლის ოქტომბერი |
| OSF/1 | 2004 წლის ნოემბერი |
| HP-UX | 2007 წლის აპრილი |
| QNX | 2007 წლის ოქტომბერი |
| Haiku | 2010 წლის იანვარი |
| MINIX 3 | 2010 წლის აგვისტო |
| Illumos | 2011 წლის თებერვალი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ინგლისური) Official website
- (ინგლისური) A web interface for pkgsrc
- (ინგლისური) pkgsrc-wip – a project to get more people actively involved with pkgsrc
- (ინგლისური) pkgsrcCon: An annual conference focusing on pkgsrc
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||||||||
სტატიის