Mozilla Firefox

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან Firefox)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mozilla Firefox
Firefox 3.5 logo.png
Firefox 29.0 on Windows 8.png
Mozilla Firefox 29 Windows 8.1-ზე
ავტორი Mozilla Corporation
მწარმოებელი Mozilla Corporation
Mozilla Foundation
გამოვიდა 23 სექტემბერი 2002
ბოლო გამოშვება 32.0 / 2 სექტემბერი 2014
საცდელი გამოშვება 32.0 RC 1 / 26 აგვისტო 2014
დაპროგრამების ენა C++, XUL, XBL, JavaScript
ოს მრავალპლატფორმული
ენა მრავალენოვანი
ჟანრი ბრაუზერი
ლიცენზია სამმაგი ლიცენზია MPL/GPL/LGPL
საიტი www.mozilla.com/firefox
Firefox (კატეგორია)
Mozilla

ფონდიკორპორაცია

აღწერა

თავისებურებანიგაფართოება
Spread Firefoxბაზარი

ასევე იხილეთ

FlockGnuzillaGNU IceCatIceApe
IceDoveIceweaselNetscape 9
Portable Ed.SwiftfoxSwiftweasel
MiroSongbirdXeroBank

ისტორია და წინამორბედები

Mozilla Application Suite
Netscape Communicator
Netscape Communications Corp.
The Book of Mozilla

დაფა: იხ.  განხ.  რედ.

Mozilla Firefox ([moʊˈzɪlə ˈfaɪɹfɑks], მოზილა ფაირფოქსი; ქართ. ცეცხლაკუდა, ცეცხლოვანი მელია) — ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი ინტერნეტ ბრაუზერი, რომელსაც Mozilla Foundation მართავს. ბრაუზერი თავდაპირველად მცირე სანავიგაციო კომპონენტი იყო Gecko ძრავაზე, რომელიც Mozilla პროგრამულ პაკეტში გამოიყენება (Mozilla Suite); მას შემდეგ რაც კომპანიამ ახალი მიმართულება აიღო, Firefox ფონდის უმთავრესი ფოკუსი გახდა (ელ. ფოსტისა და საინფორმაციო აპლიკაციებთან ერთად) და დღეისთვის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. რეიტინგით ეს ბრაუზერი რიგით მეორეა (Internet Explorer-ის შემდეგ), ხოლო უფასო პროგრამულ უზრუნველყოფაში — პირველი. 2009 წლის თებერვალში მას ინტერნეტ-ბრაუზერების მომხმარებელთა 21.73% იყენებდა.[1]

Mozilla Firefox გამოეყო Mozilla Application Suite-ს და ის იყენებდა სპეციალურად მისთვის დაწერილ კოდს Mozilla Organization-ში Netscape Communicator 5-ის კოდის ნაცვლად, რომელიც „ბრაუზერების ომის“ შემდგომ გამოშვებულ იქნა Mozilla Public License თავისუფალი ლიცენზიით. Mozilla Firefox იყენებს უფასო პორტირების ძრავას Gecko, რომელიც შეიქმნა ღია სტანდარტების მხარდამჭერის ჩათვლით. ამასთან, Firefox-ის კოდიც უფასოა და მას სამმაგი ლიცენზია GPL/LGPL/MPL აქვს.

Firefox აქვს ჩანართებიანი ინტერფეისი, ორთოგრაფიის შემოწმების საშუალება, სანიშნეები, ჩამოტვირთვების მენეჯერი და ძებნის სისტემა. მისი ფუნქციონალობის გაზრდა შესაძლებელია 2000-ზე მეტი „გაფართოების“ საშუალებით. მათ შორის ყველაზე პოპულარულია „NoScript“ (სკრიპტების ბლოკირება), „Tab Mix Plus“ (ჩანართებზე მრავალპარამეტრიანი ფუნქციის დამატება), „FoxyTunes“ (მუსიკალური პლეიერის კონტროლი), „Adblock Plus“ (რეკლამების ბლოკირება), „StumbleUpon“ (საინტერესო საიტების ძებნის სოციალური ქსელი), „DownThemAll!“ (ჩამოტვირთვების ფუნქციები) და „Web Developer“ (ვებ-პროგრამირების ინსტრუმენტები).

არსებობს ოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვისMicrosoft Windows, Mac OS X, GNU/Linux, და არაოფიციალური ვერსიები ოპერაციული სისტემებისათვის — OS/2, FreeBSD, NetBSD, OpenBSD, Solaris.

განვითარება

პროექტი დაიწყეს Netscape Communications-ის, AOL Time Warner ჯგუფის ყოფილმა წევრებმა ბლეიქ როსმა და დეივ ჰაიეტმა. Netscape Communications-ის დახურვის შემდეგ პროექტი იმართება მის ბაზაზე შექმნილი Mozilla Foundation-ის მიერ. პროექტზე მუშაობენ Mozilla Corporation-ის თანამშრომლები და მოხალისეები მთელი მსოფლიოდან.

პოპულარობა

Firefox-ის პოპულარობის ზრდის დიაგრამა
Firefox-ის ევროკავშირის ქვეყნებში გავრცელების 2005—2006 წლების დიაგრამა

2004

ბრაუზერის 2004 წლის 9 ნოემბრის 1.0 ვერსიამ მრავალი მედია გამომცემლობის მოწონება დაიმსახურა, მათ შორის იყვნენ «Forbes» და «The Wall Street Journal».

2005

2005 წლის ივლისში გამოშვებულმა Firefox-ის 1.5 ბეტა ვერსიამ საერთაშორისო ბაზარის 8% მოიპოვა (MSIE — 87%, ეპლის Safari — 2 %).

2005 წლის 19 ოქტომბერს Firefox ჩამოტვირთულ იქნა 100 მილიონჯერ, 1.0 ვერსიის გამოშვებიდან 344 დღეში.

2006

2006 წლის შუა თვეებში Mozilla Firefox უკვე ფლობდა საერთაშორისო ბაზრის 11%-დან 15%-მდე

2007

2007 წლის ივლისში, ევროპის მომხმარებლების 28 % იყენებდა ბრაუზერს Firefox. ამავე წელს ევროპაში Firefox-ით ინტერნეტში შესვლის მოცულობა გაიზარდა 7%-ით, შემდგომი თვის განმავლობაში კი 3,7%-ით. სლოვაკეთსა და ფინეთში Firefox-ის მომხმარებელთა პროცენტმა 45-ს გადააჭარბა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2007 წლის ივლისში Firefox-ის მსოფლიო მომხმარებელთა პროცენტი შეადგენდა 14.55-ს. აქედან უფრო ახალ ვერსიას იყენებდა 13,92 %.

Firefox-ის გამოკვლევა
SpyLog ვერსიის მიხედვით(ივლისი 2008)
Firefox 1.0 0.6415 %
Firefox 2 14.6551 %
Firefox 3 3.9269 %
ყველა ვერსია 19.2238 %

გამოკვლევების შედეგების მიხედვით, რომელიც Mozilla-მ 2007 წელს ჩაატარა, ბრაუზერის გადმოწერის შემდეგ მომხმარებელთა 57 % აყენებს მას და ერთხელ მაინც რთავს, ხოლო მათ შორის 49 % ხდება Firefox-ის აქტიური მომხმარებელი. ასევე ბრაუზერის გადმოწერის შემდგომ, მომხმარებლების 28 % ბრაუზერში მუშაობას იწყებს ერთი თვის შემდეგ. 2007 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოთვლების შემდეგ ეს ციფრები უტოლდებოდა 50, 50 და 25 პროცენტს. ეს იწვევდა უსაფუძვლო ხმამაღალ სათაურებს ჯურნალ-გაზეთებსა და სიახლეების ვებგვერდებზე. მაშინ შეიქმნა retention rate-ის გაზრდის საშუალებით მომხმარებელთა ბაზის გაზრდის 12 პუნქტიანი გეგმა.

2007 წლის დეკემბერში Net Applications კომპანიის ცნობებით Firefox ბაზარზე იკავებდა 16,80 % (IE — 76,04 %, Safari — 5,59 %, Netscape — 0,66 %, Opera — 0,64 %). XiTi Monitor კომპანიის ცნობებით, Firefox ევროპის ბაზარზე იკავებდა 28 %-ს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასეთი სტატისტიკა მიღებულ იქნა Firefox 3.0 ვერსიის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, მაშინ როდესაც Internet Explorer 7-მა ვერ დაამტკიცა მის წინა ვერსიებზე უპირატესობა. ფინეთში ყველაზე პოპულარული — 45,4 %. სლოვაკეთში — 44,6 %, პოლონეთში — 42,4 %.ყველაზე არაპოპულარული ნიდერლანდებში — 14,7 % და უკრაინაში — 16,6 %. პოპულარობა ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში — შესაბამისად 21 % და 16,5 %.

2008

Firefox 3.0 ვერსიამ ევროპის ბაზარზე მიაღწია 30% წილს. როგორც მკვლევარებმა აღმოაჩინეს, გამოსასვლელ დღეებში ბრაუზერის წილი 30%-ზე ზემოთ ადის.

შესაძლებლობები

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Mozilla Firefox-ის თვისებები.

ყველა მომხმარებლისთვის სტანდარტული შესაძლებლობების ინტერფეისის შეთავაზების ნაცვლად, Firefox მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარი მოთხოვნილებების მიხედვით შეცვალოს ან გააფართოვოს ბრაუზერის შესაძლებლობები. მომხმარებელს ასევე შეუძლია დააყენოს დამატებითი თემები, რომელიც ბრაუზერს გარე სახეს უცვლის და გაფართოებები, რომელიც ზრდის მის შესაძლებლობებს.

ბრაუზერის რამდენიმე თვისება:

  • მცურავი ფანჯრების (ინგლ. pop-up) ბლოკირება;
  • ჩანართების მხარდაჭრა (რამდენიმე ჩანართი ერთ ფანჯარაში);
  • ჩაშენებული საძიებო სისტემა;
  • ეგრეთ წოდებული „ყვითელი სანიშნეები“, RSS-ის ინტეგრაციის მექანიზმი;
  • ხედვისა და მოქმედების წესის კონფიგურაციის ფართო შესაძლებლობები;
  • მრავალი გაფართოების მხარდაჭრა;
  • ვებ-პროგრამისტისათვის საჭირო ჩაშენებული ინსტრუმენტები;
  • როგორც ბრაუზერის, ისევე მისი გაფართოებების ავტომატური განახლება;
  • შემცველობის რეალურ დროში ჩვენება (ანუ შესაძლებელია ვებ-გვერდზე მუშაობა მის ბოლომდე ჩატვირთვამდე);
  • საიტების პაროლების და სერტიფიკატების უსაფრთხო შემნახველი, რაც „მასტერ-პაროლის“ დასმის საშუალებას იძლევა, რომელიც შიფრავს ყველა დანარჩენ პაროლს (სიმეტრიული გაშიფრვის 3-DES ალგორითმით) და იცავს მომხმარებლის სერტიფიკატთან წვდომის გზას. ამ მეთოდით პაროლების მოპარვა გართულებულია ფიზიკური კონტაქტის დროსაც კი.

თავიდან სარეკლამო ტექსტებში Firefox-ის ზოგიერთი თავისებურება ითვლებოდა, როგორც „სხვა ბრაუზერებისგან“ განმასხვავებელი ნიშანი, რადგან სხვა ბრაუზერებში გამოიყენებოდა ფუნქციები, რომელსაც უკვე იცნობდნენ Internet Explorer-ის მომხმარებლები. ერთი მხრივ მომხმარებლები Firefox-ს თვლიდნენ სხვა ბრაუზერებისაგან ყველაზე განსხვავებულ ბრაუზერად, ხოლო მეორე მხრივ აკრიტიკებდნენ არასამართლიანი რეკლამისათვის.

ნაწილობრივ, ჩანართები Firefox-ამდე უკვე გამოიყენებოდა Opera-ში, ხოლო ინტეგრირებული საძიებო სისტემა კი Internet Explorer 4.0-ში.

Firefox-ით დაინტერესებულ პირთა ზრდით და მისი პოპულარობით, უსაფრთხოების პრობლება სულ უფრო მწვავე განხილვის საგანი ხდებოდა კონკურენტი კომპანიებისთვის, მათ შორის Microsoft-ისათვის.

Firefox-ის შესაძლებლობათა ფართო არჩევანი მომხმარებლებში მას პოპულარულს ხდის: პირველ რიგში ის საშუალებას იძლევა ერთ ფანჯარაში გაიხსნას რამდენიმე გვერდი, რომელიც ამოცანათა პანელზე ნაკლებ ადგილს იკავებს და მეორე, ბრაუზერს გააჩნია გრაფიკის ჩამოტვირთვის მოხერხებული სისტემა და იძლევა არჩეულ გვერდებზე გრაფიკის გამოსახვის გამორთვის საშუალებას და არა ყველაზე მთლიანად. ამას გარდა ბრაუზერს გააჩნია მცურავი ფანჯრების დაბლოკვის სისტემა და Cookie ფაილების მართვის სისტემა.

ტექსტის შეყვანის მრავალსტრიქონიან ველს გააჩნია ორთოგრაფიის შემოწმების ჩაშენებული სისტემა. ძებნის პანელი, ძებნის სისტემითურთ — მოთხოვნების მინიშნებები თავად სისტემიდან.

ბრაუზერის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა W3C სტანდარტის მხარდაჭერას.

პროდუქტის თავდაპირველი ღია კოდი მას მომხმარებლებში პოპულარობას ჰმატებს — მაგალითად, „სანიშნეების“ არ არსებობაში დარწმუნების საშუალება, ბრაუზერის „თავის ნებაზე“ მოწყობა და ასევე შეცდომების ავტომატურად გასწორების საშუალება.

არსებობს ბრაუზერის სპეციალუზირებული ვერსიები, ისეთი როგორიცაა eBay edition — ონლაინ აუქციონის მოყვარულთათვის, Campus edition — ინტერნეტ ძებნისა და მუსიკის მოყვარულთათვის და მრავალი ფან კრებული Portable მოდულში.

გაფართოებები

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Firefox-ის გაფართოებების სია.

გაფართოებები პროგრამას აძლევს უფრო მეტ შესაძლებლობებს, ან მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეცვალოს არასებული პარამეტრები. მომხმარებელს შეუძლია დაამატოს თითქმის ყველაფერი: ინსტრუმენტების პანელზე ახალი ღილაკის დამატებიდან დაწყებული, სრულიად ახალი შესაძლებლობის დამატებით დასრულებული.

გაფართოების მექანიზმის ბრაუზერის თავდაპირველ სკეპტიკურ სახეს გადააქცევს ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად: გაფართოების დაყენებისას მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ის ფუნქციონალურობა, რომელიც მისი კომფორტულობისთვისაა აუცილებელი.

არსებობს მრავალი გაფართოება, ვებ-პროგრამისტებისათვის აუცილებელი ფუნქციონალურობის რეალიზაციისათვის. ზოგიერთი მათგანია:

  • JSView — გვერდის გარე ფაილების დათვალიერების გაფართოება
  • HTMLValidator — W3C სტანდარტების მქონე კოდის შემოწმების გაფართოება
  • View Source Chart — გვერდის მოხერხებულად ვიზუალიზაციის მარკირების მარკირების გაფართოება
  • Firebug — მრავალფუნქციონალური გაფართოება, შეიცავს გამმართველს(Debugger), Dom ნავიგატორს და JavaScript კონსოლს
  • Web Developer — გვერდის მართვისათვის შემოთავაზებული გაფართოება

ძრავა Gecko

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Gecko.

პირველი Gecko ძრავის დანიშნულება იყო ძველი Netscape Communicator ძრავის შეცვლა.

ძრავის დალაგებისათვის შეიქმნა უფასო პროგრამა Mozilla Suite. 2004 წელში Mozilla Suite-ში შედიოდა Mozilla Firefox, ელექტრონული ფოსტის აგენტი Mozilla Thunderbird, WYSIWYG HTML რედაქტორი NVU, კალენდარი Sunbird და IRC-კლიენტი Chatzilla, რომელიც გამოვიდა Mozilla Firefox-ის გაფართოება. დღესდღეობით Mozilla Firefox 3.0, Mozilla Thunderbird 3.0 и SeaMonkey 2.0 იყენებს ძრავის 1.9 ვერსიას. მიმდინარეობს მუშაობა გაუმჯობესებულ 1.9.1 ვერსიაზე და ახალი თაობის ძრავაზე Gecko 2-ზე, Firefox 4.0-სათვის.

თანამშრომლობა კომპანია Google-თან

ძიება

Mozilla Foundation-მა Google-სგან მიიღო მათი ძიების სისტემის გამოყენების საშუალება. მისამართების ველში სიტყვათა ჯგუფის შეყვანისას, არარსებული URL სტანდარტულად გადაეცემა Google-ს. გარდა ამისა, პირველ გვერდად მითითებულია Firefox-ის მიერ გაფორმებული Google-ს საძიებო სისტემის საიტი.

ანტიფიშინგი

ფიშინგისა და სხვა ზიანის მომტანი საიტებისაგან დაცვისათვის გამოიყენება მონაცემთა ბაზა SafeBrowsing Google. სტანდარტულად ის იტვირთება ყოველ ნახევარ საათში. მეორე ვერსიაში მომხმარებელს შეეძლო საკუთარი სურვილისამებრ ჩაერთო Google-ზე შესამოწმებლად URL -ის გაგზავნის სისტემა. ეს პარამეტრი სტანდარტულად ჩართული იყო, რომელიც არღვევდა კანონს პირადი ინფორმაციის ხელყოფის შესახებ, რადგან მომხმარებელმა არ იცოდა ამის შესახებ.

კრიტიკა

ყოველივე ამას, ზოგიერთის მიიჩნევს, რომ კორპორაცია Google მომსახურეობაში იჭრება, რაც უფასო პროგრამისათვის დაუშვებელია.

MoFo ირწმუნება, რომ შეგროვებულია საკმაო დოკუმენტაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში კომპანიამ გაწყვიტოს ურთიერთობა Google -თან. მიმდინარე კონტრაქტის ბოლო ვადა 2008 წლის ნოემბერია.

ვერსიების ისტორია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Mozilla Firefox ისტორია.
ლეგენდა
ძველი ვერსია მიმდინარე ვერსია ბეტა-ვერსია ალფა-ვერსია იგეგმება
დასახელება Gecko-ს ვერსია ვერსია კოდური სახელი რელიზის თარიღი არსებული ცვლილებები
Phoenix 1.2 0.1 Pescadero 23 სექტემბერი 2002 პირველი გამოშვება; ინსტრუმენტების კონფიგურირებადი პანელი, სწრაფი ძებნა.
0.2 Santa Cruz 1 ოქტომბერი 2002 ჰორიზონტალური პანელი, გაფართოებების მართვა.
0.3 Lucia 14 ოქტომბერი 2002 გამოსახულებების ბლოკირება, მცურავი ფანჯრების ბლოკირება, ჩანართები.
1.3 0.4 Oceano 19 ოქტომბერი 2002 თემები, მცურავი ფანჯრების ბლოკირების გაუმჯობესებული სისტება, ინსტრუმენტების პანელის კონფიგურაცია
0.5 Naples 7 დეკემბერი 2002 რამდენიმე საწყისი გვერდი ერთდროულად, გაუმჯობესებული ჰორიზონტალური პანელი accessibility, ისტორია.
Mozilla Firebird 1.5 0.6 Glendale 17 მაისი 2003 ახალი სტანდარტული თემა (Qute), სანიშნეები და გაუმჯობესებული დაცვა, გამოსახულების ზომის ავტომატური ცვლილება.
0.7 Indio 15 ოქტომბერი 2003 ავტომატური სქროლი, პაროლების მენეჯერი, გაუმჯობესებული პარამეტრების პანელი.
Mozilla Firefox 1.6 0.8 Royal Oak 9 თებერვალი 2004 Windows ინსტალერი, ავტონომიური მუშაობა, სანიშნეები და ჩამოტვირთვების მენეჯერი გაუმჯობესებულია, ახალი ლოგოტიპი.
1.7 0.9 One Tree Hill 15 ივნისი 2004 ახალი სტანდარტული თემა (Winstripe), მონაცემების გაუმჯობესებული იმპორტი, თემებისა და გაფართოებების ახალი მენეჯერი, დისტრიბუტივის შემცირებული ზომა, ახალი საძიებო სისტემა, GNU/Linux ინსტალერი, პოსტის იარლიყი (მხოლოდ Windows-ისთვის).
1.0 Phoenix 9 ნოემბერი 2004 ოფიციალური 1.0. ვერსია, ოფიციალური ლოკალიზებული კრებულები. დამატებულია ახალი ფუნქციები, ისეთი, როგორიცაა RSS/Atom, ძებნის პანელი, ძებნის პლაგინი. არსებობა შეწყვიტა 2006 წლის 13 აპრილს გამოშვებული 1.0.8. ვერსიით (Firefox-ის მოძველებული ვერსიების მხარდაჭერა საერთოდ წყდება ახალი ვერსიის გამოშვებიდან 6 თვის შემდეგ).
1.8 1.5 Deer Park 29 ნოემბერი 2005 ოფიციალური 1.5. ვერსია, ოფიციალური ლოკალიზებული კრებული. უზრუნველყოფს SVG, canvas, შეტანილია კორექტირება UI-ში და გაუმჯობესებულია JavaScript 1.5 და CSS 2/3 მხარდაჭერა. არსებობა შეწყვიტა 2007 წლის 30 მაისს გამოშვებული 1.5.0.12. ვერსიით
Mozilla Firefox 2 1.8.1 2.0 Bon Echo 24 ოქტომბერი 2006 ოფიციალური 2.0. ვერსია, ოფიციალური ლოკალიზებული კრებული. დამატებულია ახალი ფუნქციები, ჩამატებულია სესიის ავარიულად დასრულების აღდგენის სისტემა, მინიშნებები Google-სა და Yahoo!-ში ძიებისას, ძიების პლაგინებისა და დამატების ახალი მენეჯერი, web feed-ების წინასწარი დათვარიელება, bookmark microsummaries და დაცვა ფიშინგისაგან. განახლებულია თემა Winstripe. ჩამატებულია JavaScript 1.7. ვერსიის მხარდაჭერა
2.0.0.16 15 ივლისი 2008 გამოსწორებულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.
Mozilla Firefox 3 1.9 3.0RC1 Firefox 3.0 RC1 16 მაისი 2008 გრაფიკული ბიბლიოთეკის Cairo გამოყენება. ტესტის Acid2 მხარდაჭერა.

დაცვა ვებ-გვერდებისაგან, რომლებიც შეიცავს ვირუსებს, ტროიანებს, ჯაშუშებს და ა.შ. შეტანილია ცალკე ბაზაში და გააჩნია საკუთარი კონფიგურაციები. ჩამოტვირთვების ახალი მენეჯერი და გაუმჯობესება დამატებების მენეჯერში. მინიშნებების და ვიდეოების ასოცირება შესაძლებელია Media Player-ში. სხვადასხვა თემები, სხვადასხვა პლატფორმებისათვის, სისტემასთან გაუმჯობესებული ინტეგრაციით. გაუმჯობესებულია დათვარიელებული საიტების ძიება. სიჩქარე გაზრდილია და სჭირდება წინაზე მცირე სისტემური მახსოვრობა. საიტის ინფორმაციის დიალოგური ფანჯარა გაუმჯობესებულია. Microsoft Windows 4.x და MacOS X v10.2 მხარდაჭერა გაუქმებულია. დამატებების ფანჯრიდან შესაძლებელია addons.mozilla.org-ზე მუშაობა.

3.0RC3 13 ივნისი 2008 მიმდინარე ვერსიაში გამოსწორებულია შეცდომა, ბრაუზერის დაკიდება Mac OS Mac OS X 10.5.3. ოპერაციულ სისტემებში, ვერსიები Windows-სთვის და Linux-სათვის შეუცვლელი დარჩა.
3.0 Gran Paradiso 17 ივნისი 2008 შეტანილ იქნა 15000-ზე მეტი კორექცია.
3.0.1 16 ივლისი 2008 მიმდინარე ვერსია. გაუმჯობესებულია დაცვის სისტემა. ჩამოშორებულია მუშაობის სტაბილურობის პრობლემები. განახლებულია საჯარო სუფიქსების შიდა სია.
Mozilla Firefox 3.1 1.9.1 3.1 Shiretoko 2008 წლის დასასრული
Mozilla Firefox 4 2.0 4.0

მიმდინარე ვერსია 3.0.1

ახალი ფუნქციები და გაუმჯობესება

Firefox 3 (კოდური დასახელება — «Gran Paradiso») გამოვიდა 2008 წლის 17 ივნისს. Mozilla აცხადებს რომ 15 000-ზე მეტი შეცდომა გამოსწორდა.

Firefox 3-ში გაუმჯობესებულია ჩანართების ფუნქციონალურობა ტეგების მხარდაჭერით («Places»), განხილულია შიდა სანახი SQLite, ანიმირებული PNG ფაილის მხარდაჭერა, პაროლების ახალი მენეჯერი და ამასთანავე ეს ვერსია კარგად მუშაობს ტესტთან Acid2. ასევე შესამჩნევადაა დამუშავებული ძრავა.

შეცვლილია მისამართების სტანდარტული დამატების ჩამოსაშლელი მენიუ და გაუმჯობესებულია ავტოდამატების ალგორითმი. რეალიზებულია რეზულტატის პოზიციის დამოკიდებულება მომხმარებლის არჩევანზე.

პირველი ალფა-ვერსიის გამოსვლისას, რომელსაც დაერქვა Gran Paradiso, ცნობილი გახდა რომ ახალი ვერსიაში შემდეგი ცვლილებები შევიდოდა:

  • ბლოკების გამოტანის მეთოდის ცვლილება;
  • რეალიზებული იქნებოდა ბლოკ object-ის შესრულება type ატრიბუტის გარეშე;
  • შეწყდებოდა ოპერაციული სისტემების Microsoft Windows 9x და Mac OS X 10.2. მხარდაჭერა, თუმცა 2008 წლის გაზაფხულში მოიძებნა Firefox 3-ის Windows 98 / Windows ME სისტემებზე გაშვების საშუალება.
  • შეწყდებოდა SOAP-ის მხადაჭერა;
  • პლაგინების რეალიზება მოხდებოდა იგივე პრინციპით, როგორც გაფართოებების მართვა;
  • ინტერფეისში რამდენიმე სამოდელო ფანჯარა შეიცვლებოდა საინფორმაციო პანელით, ბრაუზერის მუშაობის ბლოკირების გარეშე;
  • გაუმჯობესებული იქნებოდა გაფართოებებთან მუშაობა: თუკი ისინი უთითებენ URL-ს ავტოგანახლებისათვის, მაშინ განახლებისას გამოყენებულ უნდა იქნას SSL შიფრაცია, ნაღდი სერტიფიკატით, ან გაფართოებას უნდა ჰქონდეს შიდა ხელმოწერა;
  • ვექტორული გრაფიკული ბიბლიოთეკა Cairo უკვე გამოყენებული იქნებოდა სტანდარტულად და უზრუნველყოფდა გრაფიკის გამოსახვასა და ტექსტის ვიზუალიზაციას;
  • განახლდებოდა მრავალსვლიან რეჟიმში მუშაობის მოდელი;
  • შეიცვლებოდა DOM მოვლენის გადამუშავების მეთოდი;
  • გამოჩნდებოდა SVG სერტიფიკაციის მიხედვით გაუმჯობესებული ახალი SVG ელემენტები და ფილტრები;
  • შეიცვლებოდა არაწყვეტად ტექსტში სივრცეების გადამუშავება(U+00A0)(ორივე მხარეს გათანასწორებული(justified)): თუ ადრე უწყვეტი სივრცეები იშლებოდა ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი სივრცეები(U+0020), ახლა მათ გააჩნიათ ფიქსირებული სიგრძე (როგორც Internet Explorer). ამას შეუძლია მნიშვნელოვნად დაამახინჯოს ტექსტის სახე, რადგან სივრცეები არატოლნი ხდებიან. მაგრამ «არაწელვადი» უწყვეტი სივრცეები შესაძლოა სასარგებლო იყოს, თუ ისინი გამოიყენება დანიშნულების გარეშე — მაგალითად, ტექსტის აბზაცისთვის. ასევე უწყვეტი სივრცეები ტექსტის შეყვანის ველში აღარ იცვლება უბრალო სივრცეებად.

Microsoft Windows

  • ჩამოტვირთვის შემდგომ ფაილების ვირუსებზე სკანირების შესაძლებლობა (იმართება about:config პარამეტრით browser.download.manager.scanWhenDone) და Internet Explorer-სათვის სისტემის უსაფრთოხიების პოლიტიკის გათვალისწინება და ფაილების ჩამოტვირთვის აკრძალვა, თუ ის ნებადართულია IE-ში, რაც საშუალებას იძლევა ცენტრალიზებულად იმართოს დამკვირვებლის უსაფრთხოება.

გაუქმებულია

  • ანტიფიშინგის საშუალება Locationbar².

ვერსია 3.0 Beta 5, რომელიც გამოვიდა 2008 წლის 2 აპრილს, ჩართულია ОС Ubuntu 8.04 და Fedora 9 პირველ გამოშვებებში.

დამატებულია პროქსი სერვერით სისტემურ კონფიგურაციებზე წვდომის საშუალება პლატფორმაზე GNU/Linux და შესაბამის დიალოგურ ფანჯარაში რადიო ღილაკი მისი არჩევისათვის, გამოისახება მხოლოდ მაშინ თუ ცვლადი დაყენებულია.

გაფართოებული «DOM Inspector» მოშორებულია სტანდარტული პარამეტრებიდან. ახლა ის ხელმისაწვდომი https://addons.mozilla.org/.

გაფორმება

ახლა შეძლებისდაგვარად გამოიყენება ნიშნები ოპერაციული საშუალებების თემებიდან.

პლატფორმაზე GNU/Linux ესაა GTK+. სისტემაში ნიშნების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება ჩაშენებული ნიშნები. ფუნქციების ნიშნები, რომელთათვისაც ჯერ არ არსებობს სტანდარტული დასახელება freedesktop.org სპეციფიკაციაში, შექმნილია Tango Desktop Project-დან სპეციალურად მოწვეული მხატვრების მიერ.

პლატფორმებზე Mac OS X და Microsoft Windows თემა შეცვლილია ისე, რომ სტანდარტულად ღილაკი „უკან“ გაცილებით დიდია „წინ“ ღილაკთან შედარებით. რისი გათიშვაც შესაძლებელია პარამეტრებში „მცირე ნიშნების“ გათიშვით.

მსოფლიო გინესის რეკორდი

Firefox 3 გამოშვების ოფიციალური თარიღი სახელდება „ჩამოტვირთვის დღე 2008“(ინგ. Download Day 2008). ამ დღეს Spread Firefox აპირებდა მოეხსნა მსოფლიო რეკორდი 24 საათში პროგრამის ჩამოტვირთვების რაოდენობაში. Mozilla-ს ოფისში 24 საათის განმავლობაში გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ დისტრიბუტივის ჩამოტვირთვების რაოდენობის ზრდას, რომელიც დღე-ღამეში გადმოიწერა 8 მილიონმა ადამიანმა. ინფორმაცია უკვე გადასცეს გინესის წიგნის რედაქტორებს, რომელთან მონაცემთა გადამოწმებისათვის რამდენიმე დღე დასჭირდათ. შედარებისათვის, Opera 9.50 ვერსიის გამოსვლის 5 დღის თავზე ის გადმოიწერეს 4.7 მილიონჯერ.

ჩამოტვირთვის დღე ოფიციალურად დაიწყო 17 ივლისს ჩრდილოეთამერიკულ წყნაროკეანური დროით დილის 10:00 საათზე(21:00 17.06.2008 თბილისის დროით) და დამთავრდა 18:16 UTC (22:16 თბილისის დროით). ჩამოტვირთვების დღე გაიწელა, რადგან უკვე 21:05(თბილისის დროით) საათზე სერვერები გადაიტვირთა დიდძალი ჩამოტვირთვების გამო. კომპანიაში მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გინესის წიგნის წარმომადგენლები დაიწყებდნენ რაოდენობის დაფიქსირებას მხოლოდ მაშინ, როდესაც აღდგებოდა მთავარი სერვერი. ეს მოხდა 1 საათისა და 26 წუთის შემდეგ, ანუ თბილისის დროით 22:26 საათზე.

ივლისის დასაწყისში გამოცხადდა, რომ რეკორდი დამყარდა. გინესის წიგნში შევა 24 საათში 8 002 530 ჩამოტვირთვა.

პრობლემები და ნაკლი

სუსტი წერტილი

მესამე ვერსიის გამოსვლიდან არც ისე დიდი დროის გასვლის შემდეგ, (დაახლოებით 5 საათში) გამოცხადდა (MoFo-მ მიიღო ინფორმაცია კომპანია TippingPoint-სგან. ქვეგანყოფილება 3Com, რომელმაც ეს ინფორმაცია იყიდა) ამ და წინა ვერსიების სუსტი წერტილის არსებობა. განცხადება ეხებოდა შეცდომას, რომელიც მოსდიოდა სპეციალურად ორგანიზებული ბმულით შესრულებად კოდს. ზოგიერთ ფორუმზე დაიწყო გარჩევა სუსტი წერტილის შესახებ, რომელიც დაკავშირებული იყო არაჯანმრთელ კონკურენციასთან.

Microsoft Windows

Firefox-ის მიმდინარე ვერსია იყენებს Internet Explorer-ის უსაფრთხოების პოლიტიკას, ამიტომ მომხმარებლები შეეჩეხნენ არასაკმარის დოკუმენტურ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია შესრულებადი ფაილების გადმოწერის აკრძალვასთან. ეს პრობლემა იქმნება, მაშინ, როდესაც Internet Explorer-ში მითითბულია უსაფრთხოების უმაღლესი დონე. ასევე პრობლემები ზოგიერთი ტიპის ფაილების გადმოტვირთვის განსაზღვრული პრობლემები იძახებენ ინტეგრირებულ ვირუსების შემმოწმებელი ფაილის ჩამოტვირთვის შემდგომ, რომელიც იმართება მხოლოდ შემდეგი გზით -about:config (პარამეტრები browser.download.manager.scanWhenDone = false).

სააღდგომო კვერცხი

მისამართების ველში შეიყვანეთ შემდეგი ბრძანებები:

  • about:robots - რობოტების შეტყობინება დედამიწელებს
  • about:mozilla - „უდიდესი“ წიგნი Mozilla

პერსპექტივები

ვერსია 3.5

რელიზში შევიდა ფუნქციები, რომლის გამოქვეყნებაც ვერ მოესწრო 3.0 ვერსიაში. დამატებულია ტეგ Video-ს რეალიზაცია, ჩაშენებულია Ogg Theora ვიდეო კოდეკით. გრაფიკულ ინტერფეისში შესაძლებელია ძებნისა და მისამართების პანელის გაერთიანება. Firefox 3.1 კოდური სახელით „Shiretoko“ უზრუნველყოფს XMLHttpRequests (XHR).

3.5 ვერსიაში გაუმჯობესდა სანიშნეების სისტემა Places. გაუმჯობესდა ძრავა Gecko, ასევე JavaScript-ის მხარდაჭერა. გაიზარდა ვებ-სტანდარტების შესაბამისობის ხარისხი.

Firefox 3.5 ვერსიის გამოვიდა 2009 წლის 30 ივნისს. პირველი ალფა ვერსია გამოვიდა 2008 წლის ივლისის შუა რიცხვებში,

ვერსია 4

2006 წლის 13 ოქტომბერს ბრენდენ ეიჩმა, Mozilla-ს მთავარმა ტექნიკურმა ინჟინერმა, დაწერა მისი გეგმების შესახებ, რომელიც ეხებოდა Mozilla 2.0-ს — პლატფორმები, რომელზეც შესაძლოა ბაზირებული იყოს Firefox 4.0. ამ ცვლილებებში შედის: XPCOM API-ს გაუმჯობესება, უფრო მკაცრად დაწერილია С++ კოდი, JavaScript 2-ს აბსტრაქციის დამატებითი დონე (ვირტუალური მანქანა, ცნობილი, როგორც Tamarin project), უსაფრთხოების ძრავის გაუმჯობესება. Mozilla-ს ვიცე პრეზიდენტის კრის ბირდის სიტყვებით, Firefox 4-ში იქნება შემცველობასთან უფრო ვიწრო ინტეგრაცია, რომელიც შეინახება ყველა დისკზე. დაემატება ფუნქციები „Prism“ და „Weave“.

Firefox 4 გამოვა 2011 წლის I კვარტალში

მობილური — Firefox

მობილური Firefox გამოვა Firefox 3-ს გამოსვლის შემდეგ. Mozilla პირველ რიგში ამუშავებს მას Windows Mobile (Windows Mobile 6) და Linux (Nokia N800) ბაზის სმარტოფონებისათვის და ჯიბის კომპიუტერებისათვის. წინასწარი ინფორმაციით, Symbian-ისთვის არ შეიქმნება მობილური Firefox. Mozilla ამ პლატფორმისთვის პორტირებაში დახმარებას ითხოვს.

მობილური Firefox-ის შემქმნელები მზად არიან ითანამშრომლონ ყველა კომპანიასთან, რომლებიც გამოთქვამენ მათ მოწყობილობაზე Mozilla-ს პროდუქციის დაყენების სურვილს.

2008 წლის აპრილში არაოფიციალურად იყო წარმოდგენილი მობილური მოწყობილობების Mozilla-ს ტესტური კრებული, კოდური სახელით „Fennec“ („ფენეკი“ — ძალიან პატარა ღამის მელია). ბრაუზერის პირველი ალფა ვერსიის გამოსვლა იგეგმება 1 აგვისტოს. პირველ რიგში კრებული ხელმისაწვდომი იქნება IT OS 2008 (Nokia N800 და N810)-სთვის, ხოლო შემდეგი ორი პლატფორმისათვის: Linux/Qt 4.4 და Windows Mobile 6.

ივნისში აზა როსკინმა(ინგ.) წარმოადგინა Firefox Mobile-ის ესკიზების დემო ვერსია. მასზე ხდებოდა მობილური ბრაუზერის შესაძლებლობების დემონსტრირება, ნაწილობრივ multi-touch რეჟიმში მუშაობა და Zooming User Interface-ის გამოყენება.

არსებობს Gecko-ზე დაყრდნობილი სხვა პროექტებიც. Nokia N800-ს მფლობელები Internet Tablet OS-ის ბოლო ვერსიით(2007) შეძლებენ ისარგებლონ ბრაუზერით MicroB, რომელიც შექმნილია Mozilla-ს პროექტის ჩარჩოში. MicroB-ში გამოიყენება Gecko 1.9 ძრავა და უზრუნველყოფილია პაკეტების დაყენება ფორმატით .deb.

Windows Mobile-სათვის ასევე არსებობს Minimo, რომელსაც აფინანსებს კომპანია Nokia.

დასახელება

Firefox (ცეცხლოვანი მელია) — სიტყვა სიტყვით ჩინური ენიდან 火狐 (hǔo hú) მოდის, რომელსაც ჩინელები ზოგჯერ ეძახიან წითური მელიას და მცირე პანდას. შემქმნელების თქმით სწორედ მის პატივსაცემად დაერქვა ბრაუზერს ეს სახელი. Firefox-ის შემოკლებული ვერსიაა — „Fx“, ან „fx“ და არა „ფფ“, „FF“, ან „FX“. ასევე Firefox გამოითქმის, როგორც „ფაირფოქსი“ და არა „ფირეფოხი“.

პირველ ბრაუზერს ერქვა „Phoenix“ („ფენიქსი“). მოგვიანებით, სავაჭრო მარკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბრაუზერს დაექვა „Firebird“ („ცეცხლოვანი ჩიტი“), მაგრამ ეს დასახელებაც მოგვიანებით შეიცვალა „Firefox“-ით, ანალოგიური მიზეზის გამო. თუმცა „Firefox“-იც ბრიტანეთში არსებული კომპანიის The Charlton Company-ის სავაჭრო მარკა აღმოჩნდა, რაც ასახული იყო „About“ მენიუში.

ჯილდოები

ბრაუზერმა Mozilla Firefox მიიღო უამრავი ჯილდო სხვადასხვა ორგანიზაციებისგან, მათ შორისაა:

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Mozilla_Firefox&oldid=2770084“-დან