Hypholoma capnoides

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Hypholoma capnoides

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hypholoma capnoides, (Fr.) P. Kumm., 1871
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090565

Hypholoma capnoides) — ჰიპოლომას გვარის სოკო სტროფარიასებრთა ოჯახისა.

საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი, მხოლოდ ქუდი. იზრდება ჯგუფურად დამპალ მერქანზე, ფოთლოვან, უპირატესად, წიწვოვან სახეობებზე, მთელი წლის განმავლობაში.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus capnoides. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus capnoides Fr., 1818basionym
  • Naematoloma capnoides (Fr.) P. Karst., 1880
  • Geophila capnoides (Fr.) Quél., 1886
  • Dryophila capnoides (Fr.) Quél., 1888
  • Psilocybe capnoides (Fr.) Noordel., 1995

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 2-6 (8) სმ, ამოზნექილი, შემდეგში გაშლილი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მოწითალო-ყავისფერი, მომურო.

რბილობი — თეთრი ან მკრთალ-ყვითელი, საკმაოდ ხორციანი, სასიამოვნო სოკოს სუნით.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ნორჩობაში მოთეთრო ან მოყვითალო, შემდგომში მოლურჯო-ნაცრისფერი, ასაკთან ერთად მუქდება.

ფეხის სიგრძე — 3-10 სმ, სიგანე — 0,4-0,8 სმ, ცილინდრული, ფუყეა, საყელოს გარეშე, ზოგჯერ კერძო საბურველის ნარჩენებით, მოყვითალოა, ძირში ჟანგისფერ-ყავისფერი.

სპორები — მოლურჯო-ნაცრისფერი.[1] 8-9×4-5 მკმ,[2] ელიფსისებური, სქელკედლიანი.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, (აშშ), ევროპასა და აზიას (კავკასია).

საპროტროფია. იზრდება დამპალ მერქანზე ჯგუფებად, ფოთლოვან, უპირატესად წიწვოვან სახეობებზე — წიფელი, არყი, ევროპული სოჭი, ფიჭვი, ნაძვი.

სეზონი — მთელი წლის განმავლობაში.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჭმელი სოკოა.[3] იხმარება ახალი, შემწვარი, მხოლოდ ქუდი.[4][5] ამზადებენ წვნიანებსაც.[6] აგრეთვე ახმობენ და გამოიყენებენ სანელებელად.

ზოგიერთი სახელმძღვანელო გამოუცდელ მესოკოვეებს ურჩევს თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგან იგი მეტად წააგავს რამდენიმე ძლიერ შხამიან სოკოს,[7] რომელთა შორისაა — Hypholoma sublateritium, Galerina marginata, Hypholoma fasciculare, Kuehneromyces mutabilis[8] და სხვ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Сергеева М. Н., Грибы, М.: „Культура и традиции“, 2003. — გვ. 85. 264 გვ, ISBN 5-86444-080-9.
  2. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda (1985). Grzyby i ich oznaczanie. Warszawa: PWRiL. ISBN 83-09-00714-0. 
  3. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 216. ISBN 978-1-55407-651-2. 
  4. Fritz Martin Engel, Fred Timber: „Pilze: kennen – sammeln – kochen”, Editura Südwest, München 1969, p. 101-103
  5. Luce Höllthaler: „Pilzdelikatessen”, Editura Wilhelm Heyne Verlag, München 1982, p. 38, ISDN 3-453-40334-7
  6. Andreas Gminder (2008). Atlas grzybów. Jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej. ISBN 978-83-258-0588-3. 
  7. Marek Snowarski (2010). Grzyby. Warszawa: Multico Oficyna Wydawnicza. ISBN 978-83-7073-776-4. 
  8. Gerhardt E (2006) BLV Handbuch Pilze. BLV, München. Seite 244. ISBN 3-8354-0053-3.