Hugo Boss

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰუგო ბოსი (Hugo Boss AG), მოდის სახლი, ტანსაცმლის მწარმოებელი გერმანიაში. შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ მეტცინგენში (ბადენ-ვიურტემბერგი).

ისტორია[რედაქტირება]

ჰუგო ბოსმა კომპანია დააფუძნა 1923 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან რამდენიმე წელიწადში, პერიოდში, როცა თითქმის მთელი გერმანია ეკონომიკურად განადგურებული იყო. მეორე მსოფლიო ომამდე და ომის პერიოდში კომპანია უნიფორმას კერავდა ვერმახტის ოფიცრებისა და ჯარისკაცებისთვის, ასევე ნაცისტური გერმანიის სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის "სს-თვისაც.

კომპანიის დამფუძნებელი 1948 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ის 1950-იან წლებამდე თითქმის მივიწყებულ იქნა. მსოფლიო მოდის არენაზე ჰუგო ბოსი ისევ 1953 წელს გამოჩნდა, როცა მამაკაცის პირველი კოსტიუმი შეკერა. 1993 წელს კომპანიის დაარსების 70 წლისთავზე ჰუგო ბოსმა პირველი ტუალეტის წყალი გამოუშვა და ამავე დროს პარფიუმერიის განყოფილებაც შექმნა, რომელიც ამჟამად კომპანიის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Hugo_Boss&oldid=2791623“-დან