Hattrick

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Hattrick (აღინიშნება ლათინური აბრევიატურით HT) წარმოადგენს ონლაინ, ბრაუზერ თამაშს. მიეკუთვნება მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაშების (MMOG) კატეგორიას. ჰეთთრიქი საფეხბურთო მენეჯერია, რომელიც შეიქმნა 1997 წელს, შვედეთში. თამაშში მონაწილეობს 124 სხვადასხვა ქვეყანა, თითოეულ მათგანს აქვს ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ლიგების პირამიდის სისტემით იმართება. აგრეთვე, თამაში ნათარგმნია 49 სხვადასხვა ენაზე (მათ შორის ქართულზეც). ამ ეტაპზე თამაშში მონაწილეობს 900 000-ზე მეტი ადამიანი. უკვე ჩატარდა სრული 38 სეზონი (1997 წლის აგვისტოდან მოყოლებული), თითო სეზონი შედგება 112 დღისგან.

ჰეთთრიქი უფასო თამაშია, თუმცა დამატებითი ფუნქციების მოსაპოვებლად „მხარდამჭერის“ შეძენაა შესაძლებელი. როგორც ყველა სტრატეგიულ თამაშში, აქაც მენეჯერი (ანუ მოთამაშე) ირჩევს სტრატეგიას, აყენებს შემადგენლობას სხვადასხვა ტაქტიკური განლაგებით მატჩის წინ, ანხორციელებს ტრანსფერებს, ქირაობს პერსონალს, ხელმძღვანელობს ახალგაზრდულ აკადემიას და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Hattrick&oldid=2382214“-დან