Gakken Compact Vision TV Boy

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Gakken Compact Vision TV Boy
შემქმნელი Gakken
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 198310ოქტომბერი 1983
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Motorola MC6801
მეხსიერება 2k RAM[1]
მონიტორი 128 × 192 პიქსელები, 4 ფერი
გრაფიკა Motorola 6845-ის ვიდეო პროცესორი

Compact Vision TV Boy (იაპონ. TV ボーイ?) — მეორე თაობის სახლის სათამაშო კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Gakken-ის მიერ 1983 წელს იაპონიაში.

სისტემა გამოვიდა მესამე თაობის დასაწყისში, მაგრამ ფერების ნაკლებობისა და ეკრანის დაბალი გაფართოების გამო ითვლება მეორე თაობის კონსოლად. მისი ფასი შეადგენდა 8800 იაპონურ იენს.[2]

იგი შეიქმნა, რათა კონკურენცია გაეწია Epoch Cassette Vision-ისთვის, რომელსაც იმხანად იაპონიის კონსოლების ბაზრის 70% ეკავა.

Compact Vision TV Boy გამოვიდა Nintendo Famicom-ისა და Sega SG-1000-ის გამოცემიდან ერთი თვის შემდეგ, რომლებიც გამოირჩეოდნენ მძლავრი აპარატული უზრუნველყოფით. ამას გარდა, იაპონიაში კომპანია Epoch-მა გამოსცა ახალი კონსოლი Cassette Vision Jr. ამ და კიდევ სხვა ფაქტორებმა განაპირობეს მისი წარუმატებლობა ბაზარზე.

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ კონსოლზე გამოვიდა ექვსი თამაში:

  • „Excite invaders“
  • „Mr. Bomb“
  • „Robotan Wars
  • „Super cobra“
  • „Frogger“
  • „Urban war year 200X“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Compact Vision TV Boy by Gakken. videogamekraken.com. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2019.
  2. Kevin Baker= (2013). The Ultimate Guide to Classic Game Consoles, გვ. 18. ISBN 978-1456617080.