მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 15,000 იაპონური იენას. მასზე ხელმისაწვდომი იყო ოთხი თამაში, შთაგონებული „Space Invaders“-ით. NEC D774C-ის ჩიპსეტის წყალობით, კონსოლს შეეძლო ფერადი გამოსახულების ჩვენება. მომდევნო წლებში, მასში ჩაშენებული „Space Invaders“-ის კლონი პორტირებული იქნა Epoch Co.-ის მომდევნო კონსოლ Cassette Vision-ზე, სახელწოდებით „Battle Vader“.[2]
კონსოლის დიზაინი საკმაოდ მარტივია. კორპუსის შუაში მდებარეობს ჯოისტიკი (მხოლოდ მარცხნივ და მარჯვნივ), ოდნავ ზემოთ — სროლის ღილაკი, მარცხნივ — LEVEL, მარჯვნივ — START, ხოლო ქვედა მარცხენა კუთხეში – ჩამრთველ-გამომრთველი.