PC-FX

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
PC-FX
NEC

PC-FX კონტროლერთან ერთად
მწარმოებელი NEC
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 19941223დეკემბერი 23, 1994
შეწყდა იაპ თებერვალი, 1998 (1998-02)
გაიყიდა 400.000[1]
მედია CD-ROM
პროცესორი NEC V810 RISC
მეხსიერება 2 მბ RAM
მონიტორი
  • კომპოზიტური ვიდეო
  • S-Video
    გაფართოება:
    -256x240p, 341x240p, 256x480i, 341x480i
    ფერები:
    16,777,216
ხმა 16 ბიტიანი სტერეო CD-DA
შეტანა FX-PAD-ის კონტროლერი, FX-MOU-ის მაუსი
წინა PC Engine SuperGrafx
TurboDuo

PC-FX — 32 ბიტიანი მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული იაპონური კომპანია NEC-ის მიერ. გამოვიდა Sony PlayStation-ის გამოშვებიდან ერთი კვირის შემდეგ, 1994 წლის 23 დეკემბერს. დაანონსდა 1993 წლის ბოლოს.[2][3] ის არის PC Engine-ის მემკვიდრე, ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი, როგორც TurboGrafx-16.

წინამორბედისგან განსხვავებით, PC-FX მხოლოდ იაპონიაში გამოვიდა და გააჩნდა უჩვეულო დიზაინი; ის პერსონალურ კომპიუტერს უფრო ჰგავდა, ვიდრე სათამაშო კონსოლს და განახლებას ექვემდებარებოდა. გეიმპადი გარეგნულად წააგავდა Sega Mega Drive-ისას, მაგრამ გააჩნდა მეტი ღილაკი. სისტემა გამოიყენებდა 32 ბიტიან NEC V810 RISC-ის ცენტრალურ პროცესორს 21.5 ტაქტური სიხშირით,[2] 2 მბ ოპერატიულ მეხსიერებას და გრაფიკულ ჩიპს, რომელსაც შეეძლო 16,777 ფერის გამოსახვა ეკრანზე. თუმცა კონსოლს აკლდა 3D მრავალკუთხედზე დაფუძნებული გრაფიკული ჩიპი,[4][5] რაც მას კონკურენტებთან შედარებით ხდიდა აპარატულად დაბალსიმძლავრიანს. ის იყო საკმადო ძვირი და ასევე განიცდიდა დეველოპერების მხარდაჭერის ნაკლებობას, შედეგად მან კონკურენცია ვერ გაუწია მეხუთე თაობის სისტემებს და 1998 წლის თებერვალში მისი წარმოება შეწყდა.

კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ 62 თამაშს. მისი გამოსვლისთანავე ხელმისაწვდომი იყო სამი თამაში: „Graduation 2: Neo Generation FX“, „Battle Heat და Team Innocen“, ხოლო უკანასკნელ თამაშად იქცა „First Kiss Story“, გამოცემული 1998 წლის 24 აპრილს. სისტემა განთქმულია ეროტიკული თამაშების სიმრავლით. არსებობის განმავლობაში, საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 400,000 ეგზემპლარი, რაც ითვლება კომერციულ ჩავარდნად.[6] PC-FX გახდა NEC-ის მიერ შემუშავებული უკანასკნელი კონსოლი. [7]

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხელეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Game Data Library, Total Hardware Results [1] დაარქივებული 2020-02-12 საიტზე Wayback Machine. . July 2016
  2. 2.0 2.1 „NEC of Japan Reveals Specs on New FX 32-Bit Game System!“. Electronic Gaming Monthly (54). EGM Media, LLC. January 1994. p. 66.
  3. „Yet One More 32-bit System“. GamePro (56). IDG. March 1994. p. 184.
  4. „Next Wave“. Electronic Gaming Monthly (60). EGM Media, LLC. July 1994. p. 110.
  5. „Overseas ProSpects: NEC PC-FX“. GamePro (64). IDG. November 1994. p. 268.
  6. Hardware Totals. ციტირების თარიღი: 13 October 2016.
  7. http://www.giantbomb.com/pc-fx/3045-75/
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PC-FX&oldid=4305430“-დან