Fun Lovin' Criminals

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Fun Lovin' Criminals
ჯგუფის კონცერტისას 2005 წელს
ჯგუფის კონცერტისას 2005 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული ჰიპ-ჰოპი, ალტერნატიული როკი, ჰიპ-ჰოპი, ბლუზი, ჯაზი, ფანკი, განგსტა რეპი
აქტიური 1993 - დღემდე
წევრები
ჰიუ მორგანი
ბრაიან ლეიზერი
ფრენკ ბენბინი
ყოფილი წევრები
სტივ ბორგოვინი
მაქსველ ჯეისონი

Fun Lovin' Criminals (ხშირად მოიხსენიებენ აკრონიმით - FLC) — ამერიკული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპისა და ალტერნატიული როკის შემსრულებელი ჯგუფი ნიუ-იორკიდან. მათ სიმღერებიდა ხშირად გამოიხატება ნიუ-იორკის ცხოვრება. ისინი ეხებიან ისეთ თემებს როგორიცაა - ორგანიზებული კრიმინალი, წამალი, ძალადობა, სიღარიბე და პოლიტიკა. ისინი ყველაზე მეტად ცნობილნი არიან სიმღერით - "Scooby Snacks" რომელშიც გამოყენებულია ხმოვანი ფრაგმენტები კვენტინ ტარანტინოს ფილმებიდან, ასევე პოპულარულები სიმღერით "Love Unlimited", რომელიც ეძღვნება ბარი უაიტს. ჰიუს მონაცემით, მათ გაყიდეს 10 მილიონი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით.[1] ჯგუფმა მიიღო მსოფლიო აღიარება, განსაკუთრებით ევროპის ჩრდილოდასავლეთით, 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც მათ გამოუშვეს მათი პირველი ორი ალბომი.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Fun Lovin' Criminals-ის დისკოგრაფია.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ჰიუ მორგანი - მუსიკოსი - მისი ცხოვრების შესახებ. YouTube (2009-01-19). წაკითხვის თარიღი: 2012-05-14.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]